ფეხბურთი

10:39 | 19.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

რადამელ ფალკაო – ლიგა 1-ის აგვისტოს საუკეთესო მოთამაშე

საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ნაციონალურმა კავშირმა “მონაკოს” თავდამსხმელი რადამელ ფალკაო ლიგა 1-ის აგვისტოს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

31 წლის ფორვარდმა გასულ თვეში 4 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. მან ზემოხსენებულ ნომინაციაში “ლიონის” ნახევარმცველს ნაბილ ფეკირს და “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელს ნეიმარს აჯობა.

მთლიანობაში კი, “ელ ტიგრეს” მიმდინარე ლიგა 1-ში უკვე 9 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ედინსონ კავანის ორი ბურთით უსწრებს.

0.114579