ფეხბურთი

22:50 | 18.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “გასულ სეზონში “ტოტენჰემი” ჩვენზე მაღლა იდგა”

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა პროგრესი განიცადა და ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე გასულ სეზონში იყო.

“მზად ვართ თუ არა ვიბრძოლოთ ტიტულისთვის “ჩელსისთან” ერთად? მოდი ნუ გავუსწრებთ მოვლენებს.

ვფიქრობ, რომ გასულ სეზონთან შედარებით წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით. ვგრძნობ, ყველა მოთამაშემ კარგად იცის თუ რა უნდა გააკეთოს. ჩვენ გუნდი ეკუთვნის ბურთს და ბურთი გვეკუთვნის ჩვენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

გასულ სეზონში “არისტოკრატები” და “ტოტენჰემი” გაცილებით კარგად გამოიყურებოდნენ. უნდა ვაღიარო, ეს ზოგჯერ სასარგებლოც არის, რადგან როდესაც მოწინააღმდეგე ძლიერია, ის გეხმარება შენც გახდე უკეთესი”, - თქვა გვარდიოლამ.

საუბრის ბოლოს კი ესპანელმა სპეციალისტმა მადლობა გადაუხადა კლუბის ხელმძღვანელებს ზაფხულის კარგი ტრანსფერებისთვის.

0.110443