ფეხბურთი

13:50 | 17.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი რედნაპი "ბირმინგემიდან" გაუშვეს

ჩემპიონშიფის წარმომადგენელმა "ბირმინგემმა" ჰარი რედნაპი გაათავისუფლა. ეს "პრესტონთან" საშინაო წაგების (1:3) შემდეგ. "ლურჯებს" რვა ტურის შემდეგ მხოლოდ 4 ქულა აქვთ და ბოლოსწინა ადგილზე არიან.

ჰარი რედნაპი გასულ სეზონში დაინიშნა "ბირმინგემის" მწვრთნელად და გუნდი გავარდნისგან იხსნა, თუმცა ამ სეზონში მკვეთრად გააუარესა შედეგები. თანაც, "ბირმინგემი" ამ ზაფხულს საკმაოდ გაძლიერდა და 70 წლის რედნაპს პრემიერლიგაში გადასვლა დაუსახეს მიზნად.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115722