ფეხბურთი

13:23 | 17.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

სრნა და დოპინგი?

დონეცკის "შახტარის" ხორვატი მცველი დარიო სრნა ოდესაში "ჩერნომორეცთან" სათამაშოდ გუნდს არ გაჰყოლია. უკრაინაში ხმები დადის, რომ სრნას დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ეს ინფორმაცია უკრაინულმა გაზეთმა "სპორტივკამ" გაავრცელა, თუმცა მოკლე სტატიის ბოლოში ასე უწერიათ:

"არ გვინდა, რომ დავიჯეროთ".

"შახტარი" ჯერჯერობით არავითარ კომენტარს არ აკეთებს. სრნა "შახტარის" სიმბოლოდ მიიჩნევა, კაპიტანია და 14 წელია, რაც ამ გუნდშია.

თეგებიშახტარი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119904