ავტოსპორტი

23:41 | 16.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფეტელის „დაუჯერებელი“ პოული

სებასტიან ფეტელს რეალური შანსი აქვს, სინგაპურის დიდი პრიზის რბოლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერის პოზიცია დაიბრუნოს. ამ შანსს მას საკვალიფიკაციო რბოლაში გამარჯვება აძლევს. თანაც, მისი მთავარი მეტოქე ლუის ჰამილტონი, სტარტზე მხოლოდ მეხუთე პოზიციას დაიკავებს, სინგაპურის ქუჩებში რბოლისას გასწრება კი საკმაოდ რთული საქმეა.

მოკლედ, ფეტელი აღმოჩნდა ის ერთადერთი პილოტი, ვინც საკვალიფიკაციო რბოლისას „რდ ბულის“ პილოტების ჰეგემონია აღკვეთა, მაქს ფერსტაპენს ჰქონდა შანსი, ფ1-ის ისტორიაში პირველი თინეიჯერი პილოტი გამხდარიყო, ვინც პოულზე დადგებოდა. მაგრამ ფეტელმა ამის საშუალება არ მისცა.

ფეტელს სინგაპურის ღამის რბოლა ოთხჯერ აქვს მოგებული და დღეს მოპოვებული პოულიც მეოთხეა. იმავდროულად, ამ სეზონში მხოლოდ მესამე რბოლას დაიწყებს მოწინავე პოზიციიდან, კარიერაში კი ეს მისი 49-ე პოულია.

„ახლაც ადრენალინით სავსე ვარ და ამიტომ, შეიძლება რაღაც ისე არ ვთქვა. თავიდან მანქანა თითქოს არეულად მუშაობდა, მაგრამ თანდათან ყველაფერი გამოსწორდა. და მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით“, - განაცხადა ფეტელმა, ვინც კვალიფიკაციის დასაწყისში ლიდერთა შორის არ იმყოფებოდა, თუმცა შემდგ მისი დროები გამოსწორდა, ბოლო ორ ცდაზე კი მან ორი საუკეთესო დრო დააფიქსირა.

„რედ ბულს“ რეალური შანსი ჰქონდა იმის, რომ სტარტზე წინა რიგი მის პილოტებს შეევსოთ, რაც 2013 წლის შემდეგ არ მომხდარა. კვალიფიკაციის პირველ ორ ნაწილში საუკეთესო მაქს ფერსტაპენი იყო და ბოლოზეც ერთხანს ცხრილის სათავეში იმყოფებოდა, თუმცა ბოლოს მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა გადაასწრო.

„ბოლო წრე არ გამომივიდა, მაგრამ საერთო ჯამში, შედეგით კმაყოფილი ვარ. რბოლის განმავლობაში მისი გასწრება ძნელი იქნება. ამიტომ, ამის გაკეთებას პირველ წრეზე ვეცდები“, - განაცხადა ფერსტაპენმა, ვინც თავისიანებს რადიოში გახარებულმა შესძახა, ეს დაუჯერებელიაო.

თავდაჯერებულობას ავლენს მისი თანაგუნდელი დანიელ რიკარდო, ვისაც ამ სეზონში აზერბაიჯანის დიდი პრიზი აქვს მოგებული: „მაინც მჯერა, რომ გამარჯვებას მივაღწევთ. ჩემი აზრით, კარგი მანქანა მოვამზადეთ. სებმა კვალიფიკაცია შემოაბრუნა, მაგრამ ხვალ ვნახოთ“.

ჰამილტონმა აღიარა, რომ სინგაპურში რთულ რბოლას ელოდა: „ვიცოდი, რომ დღეს რთული რბოლა გვექნებოდა. მაინც არ მეგონა, თუ „ფერარი“ ასეთი ძლიერი იქნებოდა. „რედ ბულისგან“ ასეთ სისწრაფეს ველოდი. იმედი მაინც გვაქვს. მანქანა ბოლომდე გამოვწურე, იმაზე მეტად, ვიდრე შესაძლებელი იყო“.

სინგაპურის კვალიფიკაციის კიდევ ერთი აღსანიშნავი მოვლენა, რბოლის მესამე ნაწილში „მაკლარენის“ ორივე პილოტის გადასვლა იყო. ფერნანდო ალონსომ და სტოფელ ვანდოორნმა მერვე და მეცხრე დროები დააფიქსირეს. იმედია, რბოლისას მათ „ჰონდას“ ძრავი ბოლომდე არ უმტყუნებს...

სინგაპურის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:39.491
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:39.814
  3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:39.840
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:40.069
  5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:40.126
  6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:40.810
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:41.013
  8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:41.179
  9. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:41.398
  10. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:42.056

- - - - - - - - - -

  1. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:42.107
  2. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:42.246
  3. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:42.338
  4. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:42.760
  5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:43.883

- - - - - - - - - -

  1. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:43.756
  2. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:44.014
  3. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:44.728
  4. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 1:45.059
  5. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:45.570

სასტარტო რიგი

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული)
  3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)
  5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)
  6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი)
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო)
  8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)
  9. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი)
  10. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)
  11. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო)
  12. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)
  13. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)
  14. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია)
  15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი)
  16. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი)
  17. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)
  18. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი)
  19. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი)
  20. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი)
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.221973