ფეხბურთი

21:55 | 15.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" ანდრეა კონტი ხანგრძლივი ვადით გამოაკლდა

იტალიურ “მილანს” მარჯვენა მცველი ანდრეა კონტი დიდი ხნით გამოაკლდა. როგორც “როსონერის” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 23 წლის ფეხბურთელს მარცხენა მუხლზე გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება, რომელიც მას ხვალ ჩაუტარდება.

შესაბამისად, იმედისმომცემი ფეხბურთელი “მილანს” მომდევნო 6 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ეს, ვინჩენცო მონტელასთვის საკმაოდ უსიამოვნო ამბავი უნდა იყოს, რადგან კონტი ძირითადი შემადგენლობის წევრად მოიაზრებოდა.

ანდრეა კონტი “მილანს” გასულ ზაფხულს ბერგამოს “ატალანტანდან” შეუერთდა და აქამდე შავ-წითელი მაისურით 5 თამაშის ჩატარება მოასწრო.

0.112528