ჭადრაკი

18:20 | 15.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბაადურ ჯობავა მსოფლიო თასის გათამაშებას გამოეთიშა

არცთუ სასიხარულო ინფორმაცია ჭადრაკის მოყვარულთათვის: თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებას ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა გამოეთიშა. 25-წუთიანი პარტიებისგან შემდგარ მატჩში ქართველმა მოჭადრაკემ დამატებით ტაი-ბრეიკში აშშ-ის წარმომადგენელ უესლი სოსთან დაპირისპირება 0,5:1,5 წააგო.

მეოთხედფინალურ ეტაპზე კი შემდეგი წყვილები შეიქმნა:

პიოტრ სვიდლერი (რუსეთი, 2756) – მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2804)

ვასილი ივანჩუკი (უკრაინა, 2727) – ლევონ არონიანი (სომხეთი, 2802)

უესლი სო (აშშ, 2792) – ვლადიმირ ფედოსეევი (რუსეთი, 2731)

რიხარდ რაპორტი (უნგრეთი, 2675) – დინგ ლირენი (ჩინეთი, 2771)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122175