ფეხბურთი

21:30 | 14.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური გუნდების ანტირეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

იტალიური ფეხბურთი უკვე წლებია კრიზისში რომ არის და მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას, შეუიარაღებელი თვალით კარგად ჩანს. აგერ, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ორი იტალიური გუნდი (“იუვენტუსი” და “ნაპოლი”) დამარცხდა, ხოლო “რომა” მხოლოდ ფრეს დასჯერდა.

სტატისტიკოსებმა წარსული ამოქექეს და დადგინდა, რომ მას მერე, რაც ჩემპიონთა ლიგაზე 32 გუნდი თამაშობს, ანუ, 1999-2000 წლების სეზონიდან, იტალიურ გუნდებს ასე ცუდად ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში არასდროს უთამაშიათ.

აქვე გეტყვით, რომ ბოლოს იტალიური გუნდებიდან ჩემპიონთა ლიგა "ინტერმა" მოიგო 2010 წელს. ყველაზე კარგი შედეგი კი ბოლო პერიოდში "იუვენტუსმა" აჩვენა, რომელიც 2015 და 2017 წლებში ფინალამდე მივიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113802