ფეხბურთი

13:23 | 14.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: “ჩემპიონთა ლიგა “რეალის” ტურნირია”

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატში დისკვალიფიკაციის გამო ვერ თამაშობს, მოედანს ჩემპიონთა ლიგაზე “აპოელთან” მატჩში (3:0) დაუბრუნდა.

როგორც პორტუგალიელი ამბობს, პირველი თამაშით კმაყოფილია, საბოლოო ჯამში კი გამარჯვება სურს და აღნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგა “სამეფო გუნდის” ტურნირია.

“კარგი მატჩი იყო. გვსურდა ჩემპიონთა ლიგა კარგად დაგვეწყო და ასეც გამოვიდა. ვფიქრობ, გოლის გატანა კიდევ შეგვეძლო, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ კარგ შედეგს მივაღწეთ და ამით ძალიან კმაყოფილი ვართ.

მოხარული ვარ, რომ მოედანს დავუბრუნდი. ჩემპიონთა ლიგა მნიშვნელოვანი ტურნირია ჩემთვის და იქ გოლის გატანაც. მესამედ გამარჯვება ზედიზედ? რა თქმა უნდა ეს ძალიან გვინდა. ეს “რეალის” ტურნირია და ჩვენ მისი მოგება გვინდა”, - განუცხადა რონალდუმ უეფას ოფიციალურ საიტს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “აპოელის” კარში 2 გოლის გატანა მოახერხა.

0.112663