სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
კალათბურთი

1:05 | 14.09.2017 | ნანახია 1715 - ჯერ

ევრობასკეტ 2017: სერბეთი ნახევარფინალში იოლად გავიდა

ევრობასკეტ 2017-ის დასკვნით 1/4 ფინალურ მატჩში სერბეთის ნაკრებმა იტალია დაჩაგრა და 1/2 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ, ბალკანელებმა უპირატესობა მოიპოვეს და შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, ხოლო მეორე ნახევარში სხვაობა კიდევ 5 ქულით გაზარდეს და საბოლოოდ 83:67 იმარჯვეს.

სერბეთიდან გამორჩეული ბოგდან ბოგდანოვიჩი გახლდათ, რომელმაც 22 ქულა, 6 მოხსნა, 4 გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. იტალიიდან საუკეთესო მარკო ბელინელი იყო, რომლის ანგარიშზეც 18 ქულა, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრაა.

იტალია – სერბეთი 67:83 (17:18; 16:26; 15:15; 19:24)

შეგახსენებთ, რომ სერბეთის ნაკრები 1/2 ფინალში რუსეთს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:36 | 15.09.2017
berodaviti (3925)

სლოვენია ფინალში უფრო ადვილად გავიდა

ბრავო კოკოშკოვი, პროფესიონალ

კიდე დავიწუნოთ და ვლანძღოთ ?!

00:29 | 15.09.2017
zura-mesi (5515)

გააბახეს მართლაც ესპანელები, ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა სლოვენიამ მთელი თამაში და ბალკანური ფინალიც შედგება ალბათ.დონჩიჩი საერთოდ საოცრებაა, ამ ასაკში ასეთი დონე, სადამდე მივა ეს ბიჭი საინტერესოა.

00:15 | 15.09.2017
BEERTRANCE (94367)

შოკში ვარ, ვინ წარმოიდგენდა რო ესპანეთს ეგრე გააბახებდნენ სლოვენიელები, ყოჩაღ რა.

15:07 | 14.09.2017
Brazilian.Ronaldo (5692)

რუსეთი-სლოვენიაა ფინალი.მთავარია სლოვენიელებმა ფარი და სამწამიანი არ წააგონ ისე როგორც გუშინ იტალიელებმა წააგეს.დალშე სხვა მხრივ უკანა ხაზსა და პერიმეტრზე უპირატესობა სლოვენიას აქვს.სლოვენია მინდა ფინალში.იქეთ ეს შვედი მაგრად დამევასა ამ ევრაპაზე ვნახოთ რას იზამს.პირადად მაგ კაცს ვგულშემატკივრობ.

15:02 | 14.09.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

დიდი ამბები იქნება, დიდი !!!
დღეს კოკოშას კამანდას კი ვქომაგობ, მაგრამ ის კეთილძაღლები მაინც იძალებენ მგონია DD

11:35 | 14.09.2017
millllani (83)

რუსების კალათბურთისგან რასაც ქვია სიამოვნებას ვიღებ. ეგეთი იყო იტალიაც მაგრამ სამწუხაროოდ გავარდა. იმედია რომ შვედი დაახურავს სერბებს

10:11 | 14.09.2017
federerjamesliverpooldelpotro (4664)

სერბეთი მაგარი გუნდია დიდი დანაკლისი აქვთ თორე ესპანეთსაც დაადებდნენ.აი რუსებს მარტივად გაცდებიან.ფინალი სერბეთი ესპანეთი იქნება სლოვენია სერბეთი უფრო გაასწორებს მარა ვნახოთ აგერ დღეს რა მოხდება

10:19 | 14.09.2017
BEERTRANCE (94367)

თუ არ დაუწვნენ როგორც ჯგუფურზე.

10:53 | 14.09.2017
federerjamesliverpooldelpotro (4664)

არა დაშლის სერბეთი

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.090403