სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

19:02 | 13.09.2017 | ნანახია 2334 - ჯერ

რევიშვილის ფაქტორი – თბილისის “დინამო” თასის ნახევარფინალში გავიდა

თბილისის “დინამო” საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა. ძალიან გაუჭირდა კახა კაჭარავას გუნდს. რუსთავში “ფოლადზე” მასპინძლებთან რთული თამაში ჰქონდა. ძირითადი და დამატებითი დროც უგოლოდ დასრულდა (0:0).

პენალტების სერიაში კი დინამოელებმა სამი გაიტანეს, ნუკრი რევიშვილმა კი სამივე დარტყმა მოიგერია და 3:0. დანარჩენ ორ-ორ დარტყმამდე საქმე აღარ მისულა... რევიშვილმა მაინც გამოაჩინა თავისი კლასი.

ძალიან დასუსტდა “დინამოს” შემადგენლობა. რუსთაველებს კი მართლაც კარგი გუნდი ჰყავთ და იბრძვიან კიდეც ეროვნული ლიგა1-ის საგზურისთვის.

დღესვე, საჩხერის “ჩიხურამ” 3:0 მოუგო გორის “დილას”. გუშინ მეოთხედფინალის ორი მატჩი გაიმართა. მესამელიგელმა ხონის “იმერეთმა” თბილისის “ნორჩი დინამო” დაამარცხა (2:2, პენ – 4:2), ხოლო ქუთაისის “ტორპედომ” თბილისის “შევარდენს” აჯობა – 2:1.

“დინამო” და სამი იმერული კლუბი – ესენი იბრძოლებენ თასისთვის.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:03 | 14.09.2017
O. Mertskhali (904)

ფიფიამ რომ ნორმალური გუნდი გააკეთოს, მაშინ თითქმის ყველა თამაშს 5:0 მოიგებს, რაც არც იქნება სწორი... კონკურენტი სანამ არ ეყოლება, გუნდს არ გააძლიერებს - ყავს იმ დონის გუნდი, რომ საქართველოს ჩემპიონატს იგებს; დანარჩენი მერე, როცა მუნიციპალიტეტის კლუბები გადაშენდება! იგივე, ბატე და ყარაბაღი რომ ავიღოთ, მათ თავიანთ ჩემპიონატებში ყავთ მეტ-ნაკლებად სერიოზული კონკურენტები... ასე არ შეიძლება, რომ ერთ გუნდს ყველაფერი საერთაშორისო დონეზე ქონდეს და დანარჩენები ნახევრად-სამოყვარულო დონეზე იყვნენ.

22:07 | 13.09.2017
saqme (2038)

სირცხვილი ფიფია შენ,მეგონა ქართულ ფეხბურთზე გული გტკიოდა მითუმეტეს დინამოზე,მაგრამ ვცდებოდი თურმე,შენ დინამო იყიდე მარტო შენი მიზნებისთვის.სირცხვილი შენ....

22:00 | 13.09.2017
matri (2746)

წავიდა გუნის ძირითადი ძალა და აგერ ეტყობათ უკვე შედეგზეც, მოეცადათ ეს სეზონი და მერე გაეშვათ, თავისუფლდ მოგებდნენ ეროვნულ ლიგასაც და ყიფიანის თასსაც, და სუპერ თასაც ზედ მიაყოლებდნენ

21:41 | 13.09.2017
Dimitriusi GV@rdiol@ (774)

არ მევასება ასეთი კამანდა )
გავარდა ეგრევე დინამოდან უცხოეთში და რო გამოაგდეს იქიდან მობრუნდა ისევ

20:48 | 13.09.2017
lagashi (1644)

რევიშვილის ყოველთვის ყველაზე მაგარ ქართველ მეკარედ ვთვლიდი

20:36 | 13.09.2017
რაჭა (9132)

ნუ, მიხწევაა....

19:58 | 13.09.2017
luka08 (231)

გეგონებათ დინამოს მესვეურებს ფეხბურთელების მაგივრად , პომიდორი ჰქონდეთ და თუ სასწრაფოდ არ გაყიდეს , გაუფუჭდებათ და გადასაყრელი გაუხდებათ . ერთი სეზონი რომ ვერ შეინარჩუნებ შემადგენლობას , რა თამაშზე და შედეგზე შეიძლება იყოს საუბარი , ამიხსნას ვინმემ . არა და , რომ ჰკითხოთ მათი მიზანი ევრო თასებზე ღირსეული გამოსვლაა .

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.078295