ფეხბურთი

18:42 | 13.09.2017 | ნანახია 774 - ჯერ

ლაშა შინდაგორიძე: “საბურთალოში" თავს კარგად ვგრძნობ"

ეროვნული ლიგის 25-ე ტურში “საბურთალომ” ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხა მეტოქე. მატჩში მესამე გატანილი გოლი ლაშა შინდაგორიძის ანგარიშზეა, რომელიც დედაქალაქურ კლუბში იანვრიდან ირიცხება. ფორვარდის ანგარიშზე უკვე 5 გატანილი ბურთია.

თამაშის შემდეგ ლაშამ კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრა.

ლაშა შინდაგორიძე: “ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ ბათუმის "დინამოსთან" ამხელა სხვაობით მოვიგებდით. მეტოქე გამოცდილი გუნდია, რომლის შემადგენლობაში კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. თავდაპირველად, თამაშსაც არ ეტყობოდა, რომ დიდი ანგარიშით გავიმარჯვებდით, თუმცა ფაქტობრივად ყველა მომენტის რეალიზება მოვახერხეთ, რამაც განაპირობა 5:0 გამარჯვება. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ძალიან გვჭირდებოდა ზღვისპირელებთან მოგება".

- ბოლო მატჩებიდან ჩანს, რომ გუნდმა მოუმატა, როგორც თამაშის ხარისხს, ასევე შედეგს. როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე?

- ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია გვაქვს, წინსვლა აშკარად შეიმჩნევა. გუნდი შეთამაშებულია. ამავდროულად, ფაქტობრივად ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ოპტიმალური შემადგენლობებით ვთამაშობთ. პირველი წრის ბოლოს რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმის გამო გვაკლდა, ისინი კარგა ხნის განმავლობაში ვერ გვეხმარებოდნენ და გადახალისებული შემადგენლობებით გვიწევდა თამაში. "საბურთალოში" ძალიან დიდი კონკურენციაა, ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი არავის აქვს.

- "საბურთალოში" 5 გატანილი გოლი დაგიგროვდათ. შეიძლება ითქვას, რომ საბოლოოდ შეეწყვეთ კლუბს?

- თავდამსხმელის მოვალეობა გოლის გატანაა. არ არის ის შედეგი, რაც უნდა მქონდეს, თუმცა მჯერა მომავალში კიდევ უფრო მოვუმატებ, როგორც თამაშს, ასევე გოლების გატანას. ყოველთვის ვცდილობ, გიორგი ჭიაბრიშვილის დავალებები შევასრულო.

- ბათუმის "დინამოსთან" გატანილი გოლი ემოციურად აღნიშნეთ. ვინმეს მიუძღვენით?

- არა, უბრალოდ გოლის გატანა ყოველთვის სასიხარულოა ფეხბურთელის ცხოვრებაში.

- შემდეგი მატჩი თბილისის "დინამოსთან" გელით, რომლის შემადგენლობაში რამდენიმე წელიწადი თამაშობდით. როგორი განწყობაა დედაქალაქური დერბის წინ?

- ყოველ მატჩზე მოსაგებად გავდივართ მოედანზე, არა აქვს მნიშვნელობა ჩემპიონატის ლიდერს ვეთამაშებით თუ აუტსაიდერს. გათამაშების ცხრილიდან გამომდინარე პრინციპული მატჩია. გუნდში საბრძოლო განწყობაა, იმედი მაქვს სასურველ შედეგს მივაღწევთ და აქტივს მორიგ ქულებს შევმატებთ.

- უკვე რამდენიმე თვეა დედაქალაქურ კლუბში ირიცხებით. ამ ხნის განმავლობაში რომელი გახსენდებათ საუკეთესო მატჩად?

- როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვის ალბათ "ლოკომოტივთან" გამართული შეხვედრა, სადაც 6:0 გავიმარჯვეთ. პირველი შემთხვევა იყო, სადაც ამხელა სხვაობით მოვიგეთ. კარგი გოლებიც გავიტანეთ, მთელი მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით და ღირსეული სამი ქულა მოვიპოვეთ.

- მიმდინარე ეროვნული ლიგის გათამაშებაზე რას იტყვით?

- ვერცერთ გუნდთან გამარჯვებას ვერ დაგეგმავ. თუ არ იბრძოლე, ბოლომდე არ ითამაშე, ისე არაფერი გამოვა. ჩემპიონატის დონემ აშკარად იმატა, ბევრი დაძაბული და საინტერესო მატჩია. ყველას თავისი მიზანი აქვს - ზოგი ჩემპიონობისთვის იბრძვის, ზოგი ევროტურნირებისთვის, არიან გუნდები, რომლებიც უძლიერესთა რიგებში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან...

- წლეულს, "საბურთალოს" მაქსიმუმი რა იქნება?

- რეალურად რომ შევხედოთ, მეოთხე ადგილზე გასვლა, ურიგო შედეგი არ იქნება. მეოთხე ადგილით შეიძლება, რომ ევროტურნირებზე მოვხვდეთ. მართალია, ბევრი დაუგეგმავი ქულა დავკარგეთ, თუმცა ჯერ წინ 11 თამაშია დარჩენილი. რამდენიმე კლუბში მითამაშია, მაგრამ "საბურთალოში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. შეკრული და მეგობრული გუნდია. მშვენიერ გარემოში ვართ და კლუბის ხელმძღვანელები ყველაფერს აკეთებენ, რომ საუკეთესო პირობები გვქონდეს.

“საბურთალოს” პრესსამსახური

ლოკომოტივი   5 - 0    ჩიხურა

შემადგენლობა

მოვლენები

საბურთალო   5 - 0    შუქურა

შემადგენლობა

მოვლენები

კოლხეთი   0 - 1    დინამო ბთ

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   1 - 2    სამტრედია

შემადგენლობა

მოვლენები

ტორპედო   0 - 2    დინამო თბ

შემადგენლობა

მოვლენები

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სტატისტიკა
ეროვნული ლიგა - ტური 27
  • 22 სექტემბერი, 2017
  • კოლხეთი 0 - 2 დინამო ბთ
  • საბურთალო 3 - 2 შუქურა
  • 23 სექტემბერი, 2017
  • ლოკომოტივი 3 - 0 ჩიხურა
  • დილა 2 - 1 სამტრედია
  • 24 სექტემბერი, 2017
  • ტორპედო 0 - 0 დინამო თბ
  •  
  • დინამო თბ26 18 3 5 64-22 57
  • ტორპედო26 15 6 5 39-20 51
  • სამტრედია27 15 6 6 42-28 51
  • ლოკომოტივი27 14 3 10 50-35 45
  • საბურთალო27 13 4 10 44-31 43
  • ჩიხურა27 12 4 11 34-43 40
  • დილა27 8 7 12 33-40 31
  • დინამო ბთ27 9 2 16 24-42 29
  • კოლხეთი27 4 7 16 23-50 19
  • შუქურა27 2 6 19 25-67 12
ეროვნული ლიგა - ტური 28
  • 29 სექტემბერი, 2017
  • კოლხეთი - დინამო თბ
  • შუქურა - სამტრედია
  • 30 სექტემბერი, 2017
  • ლოკომოტივი - დინამო ბთ
  • ტორპედო - საბურთალო
  • 1 ოქტომბერი, 2017
  • დილა - ჩიხურა
0.204097