სარეკლამო ადგილი - 2
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ჭადრაკი

10:51 | 13.09.2017 | ნანახია 1875 - ჯერ

დამქანცველი ტაი-ბრეიქის შემდეგ მონაწილეებმა ერთმანეთი დაინდეს

თბილისში მიმდინარე საჭადრაკო მსოფლიო თასზე დამქანცველი ტაი-ბრეიქის შემდეგ შედარებით მშვიდობიანი გამოდგა მერვედფინალის პირველი სათამაშო დღე.

იოლად გაათანაბრა შავებით მოთამაშე ბაადურ ჯობავამ პოზიცია პლანეტის ერთ-ერთ უძლიერეს დიდოსტატ უესლი სოსთან. მისი პოზიცია უფრო სასიამოვნოდ გამოიყურებოდა. მაგრამ, მინიმალური უპირატესობა საკმარისი არ აღმოჩნდა მრისხანე მეტოქესთან გამარჯვებისთვის. ბაადური დღეს თეთრებით ითამაშებს და მას უგულშემატკივრებს ქომაგთა მრავალრიცხოვანი არმია.

ტურნირის ყველაზე ასაკოვანმა მონაწილემ, ვასილი ივანჩუკმა ასპარეზობის ერთ-ერთი ფავორიტი ანიშ გირი დაამარცხა. ასევე გამარჯვება იზეიმა შავი ფიგურებით მოთამაშე ვლადიმირ ფედოსეევმა მაქსიმ როდშტეინთან დაპირისპირებაში.

მეოთხე წრის პირველი ტურის შედეგები:

პიოტრ სვიდლერი (რუსეთი;2756) ½:½ ბუ სიანჩჟი (ჩინეთი;2714)

მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი;2804) ½:½ ალექსანდრ გრიშუკი (რუსეთი;2788)

ვასილი ივანჩუკი (უკრაინა;2727) 1 : 0 ანიშ გირი (ჰოლანდია;2777)

დანიილ დუბოვი (რუსეთი;2666) ½:½ ლევონ არონიანი (სომხეთი;2802)

უესლი სო (აშშ;2792) ½:½ ბაადურ ჯობავა (საქართველო; 2702)

მაქსიმ როდშტეინი (ისრაელი;2695) 0:1 ვლადიმირ ფედოსეევი (რუსეთი;2731)

რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი; 2675) ½:½ ევგენი ნაერი (რუსეთი;2694)

ვანგ ჰაო (ჩინეთი;2701) - დინგ ლირენი (ჩინეთი;2771)

gcf.org.ge

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:34 | 13.09.2017
O. Mertskhali (904)

14:01 | 13.09.2017
BEERTRANCE (94367)

წარმატებები ჯობავას.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.080747