თამაშგარე

11:32 | 12.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარია შარაპოვა “ღარიბდება“

ცნობილმა მაჩოგნემ მარია შარაპოვამ აკრძალული პრეპარატების მოხმარების გამო 15-თვიანი დისკვალიფიკაცია რომ მოიხადა, ყველასთვის ცნობილია.

სანამ მარია კორტს იყო ჩამოშორებული, დრო თავზე საყრელად ჰქონდა, მუდმივად გლამურულ საზოგადოებაში ტრიალებდა და პირზე ღიმილი დასთამაშებდა, თუმცა როგორც ირკვევა, მას სასაცილოდ საქმე ნამდვილად არა აქვს, რადგან უკანასკნელი ერთ წელიწადში მარიას ქონებას მთელი 100 მილიონი დოლარი მოაკლდა და ახლა შარაპოვას ქონება ოდენ 160 მილიონ დოლარს შეადგენს.

დისკვალიფიკაციამ, როგორც ჩანს, დამღუპველად იმოქმედა მარიას იმიჯზე და მის მიერ ბრენდირებული პროდუქტებიც ამიტომ “ჩაწვა“, რამაც ჩოგბურთელი საბოლოო ჯამში ამოდენა ზარალამდე მიიყვანა. ჰოდა, კორტზე დაბრუნებულ შარაპოვას ახლა ორმაგად უწევს ოფლის ღვრა, ძველი მდგომარეობის დასაბრუნებლად.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148175