სარეკლამო ადგილი - 2
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ჭადრაკი

10:50 | 12.09.2017 | ნანახია 1660 - ჯერ

ბაადურ ჯობავა მსოფლიო თასის მერვედფინალში იასპარეზებს

საქართველოს მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასზე ასპარეზობას წარმატებით განაგრძობს. ქართველ ქომაგთა სასიხარულოდ, ჯობავამ დამატებით ტაი ბრეიქში რუსი დიდოსტატი იან ნეპომნიაში დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. თბილისელი დიდოსტატი მსოფლიოს 16 საუკეთესო მოჭადრაკეს შორის მოხვდა და პირველად იასპარეზებს მსოფლიო თასის მერვედფინალში. აქამდე მისი საუკეთესო შედეგი მესამე წრეში თამაში იყო. მეოთხე წრეში მისი მეტოქე მსოფლიოს საჭადრაკო რეიტინგ-სიის მეშვიდე ნომერი, აშშ-ს სახელით მოასპარეზე, წარმოშობით ფილიპინელი უესლი სო იქნება.

გუშინდელი ტაი-ბრეიქის შედეგები:

ვაშიე-ლაგრავი 1,5:0,5 ლინდერმანი

კარუანა 0,5:1,5 ნაერი

არონიანი 3,5:2,5 მატლაკოვი

გრიშუკი 2,5:1,5 ნავარა

დინგ ლირენი 1,5:0,5 ვიდიტი

ნეპომნიაში 0,5:1,5 ჯობავა

გირი 3:1 სეტურამანი

ლი ჩაო 0,5:1,5 რაპორტი

მეოთხე წრეში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

ბუ სიანჩჟი (ჩინეთი;2714) - პიოტრ სვიდლერი (რუსეთი;2756)

მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი;2804) - ალექსანდრ გრიშუკი (რუსეთი;2788)

ვასილი ივანჩუკი (უკრაინა;2727) - ანიშ გირი (ჰოლანდია;2777)

ლევონ არონიანი (სომხეთი;2802) - დანიილ დუბოვი (რუსეთი;2666)

უესლი სო (აშშ;2792) - ბაადურ ჯობავა (საქართველო; 2702)

ვლადიმირ ფედოსეევი (რუსეთი;2731) - მაქსიმ როდშტეინი (ისრაელი;2695)

ევგენი ნაერი (რუსეთი;2694) - რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი; 2675)

ვანგ ჰაო (ჩინეთი;2701) - დინგ ლირენი (ჩინეთი;2771)

gcf.org.ge

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:03 | 12.09.2017
ogafa (4819)

ყოჩაღ

16:31 | 12.09.2017
zirzikichi (2289)

ბადურა ფორმაშია, არ მეგონა ესე თუ ითამაშებდა იმიტომ რომ ამას წინათ ძალიან ჩააგდო რაპიდში და ბლიცში სუპერგროსებთან ტურნირი აქ კი სამივეჯერ არაკლასიკურ ჭადრაკში იმარჯვა!! დღევანდელი მეტოქე მართლაც რომ ძალიან ძლიერია და ვნახოთ რას იზამს ბადურა!

16:17 | 12.09.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

სხვათაშორის მანუჩარ მაჩაიძე შესანიშნავად თამაშობს ჭადრაკს.
ამ რვა წყვილში ყველაზე თვალშისაცემი ფავორიტი არონიანია დუბოვთან. ვნახოთ აბა, რამდენად ლოგიკური სპორტია DDD

19:49 | 12.09.2017
O. Mertskhali (904)

ჰაიტ, დალასიან ... რა იცის იმას, ცავატანემ, მე სახლში რა პრაბლემები აქ DDD

15:45 | 12.09.2017
პანტელეიმონი (3252)

გაიხარე ბაადურ ! ! !

13:05 | 12.09.2017
O. Mertskhali (904)

მეორე ფოტოზე, მანუჩარ მაჩაიძე ხომ არაა?

23:43 | 13.09.2017
luka08 (231)

მანუჩარ მაჩაიძე სპორტის ოსტატია ჭადრაკში.

15:52 | 12.09.2017
majlajuna (718)

მგონი მართლა ეგაა

13:04 | 12.09.2017
O. Mertskhali (904)

ბაადური ღირსეულად იცავს ჩვენს პრესტიჟს უკვე კაი ხანია და ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით - საღოლ

12:17 | 12.09.2017
BEERTRANCE (94367)

ყოჩაღ, და წარმატებები

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.072635