სარეკლამო ადგილი - 2
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

23:04 | 11.09.2017 | ნანახია 5202 - ჯერ

გიორგი ჭანტურიას გოლი რუსეთის პრემიერლიგაში (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის მეცხრე ტური “ურალისა” და “სკა ენერგიას” მატჩით დასრულდა – 1:1.

ჩვენთვის საგულისხმო აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი ჭანტურიას გოლი გახლავთ – ქართველმა 54-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა. პენალტი ქართველის აქტიურობას მოჰყვა: მარჯვენა ფლანგზე ტექნიკურად ითამაშა, საჯარიმოში შევიდა, კარის გასწვრივ ჩააწოდა. იქ კი, მცველმა ხელით ითამაშა. თუმცა, ეკატენინბურგელებმა საქმე გამარჯვებამდე ვერ მიიყვანეს და ქულას დასჯერდნენ.

გიორგიმ მიმდინარე სეზონში მეშვიდე მატჩში მეორე გოლის გატანა მოახერხა. ჭანტურიამ მოედანზე 64 წუთი გაატარა, ხოლო ხაბაროვსკელთა რიგებში არ უთამაშია გიორგი ნავალოვსკის.

“ურალს” 9 ტურის თავზე 1 მოგებით, 7 ფრით და 1 მარცხით (10 ქულა) მეათე ადგილი უკავია, ხოლო “სკა ენერგიას” 7 ქულა აქვს და მე-14 პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:36 | 13.09.2017
herta1 (34)

აწი რა გვიჯირს ქართველებს

18:24 | 12.09.2017
ogafa (4819)

ყოჩაღ

11:34 | 12.09.2017
tomasz (792)

ჭანტურია: რატომ გამოვიცვალე სამჯერ ბუცები??
-ბევრი მაქვს ;დდდდდდ

11:28 | 12.09.2017
Dimitriusi GV@rdiol@ (774)

უ ის ვიღაც, ქართველი რომ იყო 3 ლიგიდან ცსკ-ს სინჯებზე სადაა რო აღარ ჩანს ?

23:59 | 11.09.2017
სავაშა__ (6256)

ტრავმა მიიღო და თვითონ თხოვა მწვრთნელს შეცვლა.

იმედია სერიოზული არაფერია

00:01 | 12.09.2017
maradonarey (232)

ახლა არ მოირჩინა?? აუ იმენნა ხრუსტალის ძვლები აქვთ რაა

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.071069