ჭიდაობა

13:44 | 11.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

არჩილ ჩოხელის მემორიალზე სამეულები შეივსო

გასულ უქმეებზე, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიამ სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის - არჩილ ჩოხელის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა.

შეჯიბრებაში მონაწილეობა 12 ქვეყნის: საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვის, ყაზახეთის, თურქეთის, რუმინეთის, საბერძნეთისა და კვიპროსის ნაკრებებმა მიიღეს. ხალიჩაზე 200-მდე სამბისტი გავიდა.

9 წონითი კატეგორიიდან 6-ში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ქართველები ავიდნენ. საქართველოს ნაკრების საერთო მონაგარი კი 6 ოქროს, 4 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედალია.

68 კილოგრამის ჩემპიონ მინდია ლილუაშვილს ოქროს მედალთან ერთად არჩილ ჩოხელის სახელობის თასიც გადაეცა.

დაჯილდოვების ცერემონიალში მონაწილეობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმაც მიიღო.

2012 წელს ტრაგიკულად დაღუპული არჩილ ჩოხელის მემორიალური ტურნირი უკვე მესამედ გაიმართა. სამბოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან შეჯიბრებას A კატეგორიის სტატუსი მიენიჭება.

სამბო

არჩილ ჩოხელის მემორიალი

თბილისი

9-10 სექტემბერი

52 კგ

1 ამურ ჩადინი (რუსეთი)

2 გივი ნადარეიშვილი (საქართველო)

3 გიორგი მირუაშვილი (საქართველო)

3 დიმიტრი მულაძე (საქართველო)

57 კგ

1 გენადი ჩირგაძე (საქართველო)

2 ირაკლი კუპატაძე (საქართველო)

3 ალექსეი ფედოროვი (რუსეთი)

3 გიორგი მხითარიანი (სომხეთი)

62 კგ

1 თორნიკე ჭოველიძე (საქართველო)

2 ვაე ტუტხალიანი (ბელარუსი)

3 პაატა მერებაშვილი (საქართველო)

3 საბა გრიგალაშვილი (საქართველო)

68 კგ

1 მინდია ლილუაშვილი (საქართველო)

2 გიორგი მარკარიანი (რუსეთი)

3 ზვიად ოდოშაშვილი (საქართველო)

3 გიორგი შემაზაშვილი (რუსეთი)

74 კგ

1 ალექსანდრ სარაიკინი (რუსეთი)

2 სტანისლავ სკრიაბინი (რუსეთი)

3 მაქსიმ იუდინი (რუსეთი)

3 ზვიად კაპანაძე (საქართველო)

82 კგ

1 ზაურ გაგნიძე (საქართველო)

2 ალი კურჟევი (რუსეთი)

3 ბექა ბერულავა (საქართველო)

3 ნიკო კუცია (საქართველო)

90 კგ

1 თორნიკე ჯუღელი (საქართველო)

2 რომან ეგოროვი (რუსეთი)

3 ალექსი სტეპანკოვი (ბელგია)

3 ბექა მიქუტიშვილი (საქართველო)

100 კგ

1 დავით ლორიაშვილი (საქართველო)

2 გიორგი კობაიძე (საქართველო)

3 ანდრეი ბალაბანი (უკრაინა)

3 დავით ოზბეთელაშვილი (საქართველო)

+100 კგ

1 იური რიბაკი (ბელარუსი)

2 გიორგი ზაქარიაძე (საქართველო)

3 ჯამალ მგოევი (რუსეთი)

3 ალექსი ტუნაკოვი (რუსეთი)

0.111326