თამაშგარე

10:18 | 11.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ორმა მუშტთამკვეთელმა იქორწინა

დიდი მუშტთამკვეთელი ვინმე, ცნობილი ამერიკელი სპორტსმენი, შერეულ ორთაბრძოლებში ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი, რონდა როუზი ის ქალი არაა, ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ადვილად და ერთი ხელის მოსმით რომ მიიღოს. ამიტომაც, სანამ გათხოვდებოდა, დიდი ფიქრიანი და ქარიშხლიანი წლები გამოიარა.

აწუკვე 30 წლის მოყრილი რონდა, შარშან მისსავე კოლეგას, ასევე შერეულ ორთაბრძოლებში ყოფილ მსოფლიოს ჩემპიონს, 35 წლის ტრევის ბრაუნს გადაეყარა და მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობაც მაშინვე გაჩაღდა. თუმცა, ტრევისს ჯერ პირველ ცოლთან (რომელთანაც 2 შვილი ჰყავს) ჰქონდა სასამართლო დავები და სერიოზული ურთიერთობისათის უბრალოდ არ ეცალა.

ახლა კი, რაკი ტრევის ბრაუნი ჩიტივით თავისუფალია, რონდა როუზმა ამოდენა ოყლაყი მმაჩის ბიუროში კოხტად შეიტყუა და ზედ ისეთი დაშხოშიანი ქორწილიც მიაყოლა - თქვენი მოწონებული. ამ საოცარ წყვილს შორის გაჩაღებული ვნებიანი ამბების წარმოდგენა კი რინგზე სისხლისა და ოფლისღვრის წარმოდგენის ტოლფასი იქნება...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118724