სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ისტორია

9:09 | 11.09.2017 | ნანახია 551 - ჯერ

11 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

2012. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში თბილისში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ესპანეთთან 0:1 წააგო. გოლი 86-ე წუთზე სოლდადომ გაიტანა. საქართველო: ლორია (კვასხვაძე 72), ლობჟანიძე, კვირკველია, კაშია, ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, კანკავა(კაპ), დაუშვილი, თარგამაძე (ძალამიძე 64),ოქრიაშვილი, მჭედლიძე (სირბილაძე 79). მთ.მწვრთნელი: თემურქეცბაია

ესპანეთი: კასილიასი (კაპ), პიკე, ალონსო, რამოსი, ალბა, ინიესტა, ჩავი, ბუსკეტსი (პედრო57),არბელოა(ფაბრეგასი 80), სილვა (კასორლა 64), სოლდადო. მთ.მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

მნიშვნელოვანი ფაქტები

1926. დევისის თასის გათამაშების ფინალში, აშშ-ს ეროვნულმა გუნდმა საფრანგეთის ნაკრებს ფილადელფიაში 4:1 მოუგო და ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვა ამ ტურნირის ჩემპიონის ტიტული.

1935. ჩოგბურთში აშშ-ს ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, ელენ ჯეკობსმა სარა ფაბიანი 6:2, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 49-ე ჩემპიონი გახდა.

1937. ჩოგბურთში აშშ-ს ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, ანიტა ლიზანამ იადვიგა იერჟეხოვსკა 6:4, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 51-ე ჩემპიონი გახდა.

1955. ჩოგბურთში აშშ-ს ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, დორის ჰარტმა პატრისია უორდი 6:4, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 69-ე ჩემპიონი გახდა.

1956. საბჭოთა სტაიერმა ვლადიმირ კუცმა, 10 კილომეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (28:42.8).

1960. რომში თანამედროვეობის მეჩვიდმეტე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა.

1960. ჩოგბურთში აშშ-ს ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ნილ ფრეზერმა როდ ლეივერი 6:3, 6:1 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით მე-80-ე ჩემპიონი გახდა.

1966. ჩოგბურთში აშშ-ს ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ფრედ სტოლმა ჯონ ნიუკომბი 4:6, 12:10, 6:3, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 86-ე ჩემპიონი გახდა.

1972. მიუნხენში მეოცე ოლიმპიადა დაიხურა.

1977. ჩოგბურთში აშშ-ს ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, არგენტინელმა გილერმო ვილასმა ჯიმი კონორსი 2:6, 6:3, 7:5, 6:0 დამარცხა და შეჯიბრების რიგით 97-ე ჩემპიონი გახდა.

1982. ჩოგბურთში აშშ-ს ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, კრის ევერტმა ჰანა მანდლიკოვა 6:3, 6:1 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 96-ე ჩემპიონი გახდა. ევერტმა ამ ტურნირში მეექვსედ და უკანასკნელად გაიმარჯვა.

1983. ჩოგბურთში აშშ-ს ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ჯიმი კონორსმა ივან ლენდლი 6:3, 6:7, 7:5, 6:0 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 103-ე ჩემპიონი გახდა.

1988. ჩოგბურთში აშშ-ს ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, მატს ვილანდერმა ივან ლენდლი 6:4, 4:6, 6:3, 5:7, 6:4 დაამარცხა და ტურნირის რიგით 108-ე ჩემპიონი გახდა. აღნიშნული ფინალი, ტურნირების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. იგი 4 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა.

1993. ჩოგბურთში აშშ-ს ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, შტეფი გრაფმა ელენა სუკოვა 6:3, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 107-ე ჩემპიონი გახდა.

1994. ჩოგბურთში აშშ-ს ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ანდრე აგასიმ მიხაელ შტიხი 6:1, 7:6, 7:5 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 114-ე ჩემპიონი გახდა.

2005. ჩოგბურთში აშშ-ს ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში როჯერ ფედერერმა ანდრე აგასი 6:3, 2:6, 7:6, 6:1 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 125-ე ჩემპიონი გახდა.

2004. ჩოგბურთში აშშ-ს ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, რუსმა შვეტლანა კუზნეცოვამ თანამემამულე ელენა დემენტიევა 6:3, 7:5 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 118-ე ჩემპიონი გახდა.

2006. სექტემბრის ბაშოზე, კოკაის სახელითა და დასავლეთის კომუსუბისტიტულითმოასპარეზექართველმა სუმოისტმა ლევან ცაგურიამ, აღმოსავლეთის ოძეკი კაიოდაამარცხა.

2006. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბის “ნიუ იორკ აილენდერზის” მეკარე რიკ დიპიეტრომ, გუნდთან 15 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ეს ხელშეკრულება, ხანგრძლივობის მიხედვით ლიგის ისტორიაში მეორეა – უეინ გრეცკიმ 1979 წელს “ედმონტონ ოილერზთან” 20 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

2007. მსოფლიოს თასის გათამაშების მატჩში, ქართველ მორაგბეთა ეროვნულიგუნდიარგენტინისნაკრებთან დამარცხდა (3:33).

2012. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში თბილისში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ესპანეთთან 0:1 წააგო. გოლი 86-ე წუთზე სოლდადომ გაიტანა.საქართველო: ლორია (კვასხვაძე 72), ლობჟანიძე, კვირკველია,კაშია, ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, კანკავა(კაპ), დაუშვილი, თარგამაძე (ძალამიძე 64),ოქრიაშვილი, მჭედლიძე (სირბილაძე 79). მთ.მწვრთნელი: თემურქეცბაია

ესპანეთი: კასილიასი (კაპ), პიკე, ალონსო, რამოსი, ალბა, ინიესტა, ჩავი, ბუსკეტსი (პედრო57),არბელოა(ფაბრეგასი 80), სილვა (კასორლა 64), სოლდადო. მთ.მწვრთნელი: ვისენტე დელბოსკე

ამ დღეს დაიბადნენ

1942. ჯონ გრეიგი. შოტლანდიის ნაკრებისა და გლაზგოს “რეინჯერსის” მცველი. გლაზგოელთა ღირსებას 17 წლის (1961-78) იცავდა - კლუბის რეკორდსმენი ჩატარებულ მატჩთა რაოდენობით (498). 1972 წელს მოიპოვა თასების თასი. 1966 და 1976 წლებში დაასახელეს შოტლანდიის საუკეთესო ფეხბურთელად. შოტლანდიის ხუთგზის ჩემპიონი და ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის თასის შვიდგზის მფლობელი. იყო შოტლანდიის ნაკრების კაპიტანი. ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 44 მატჩი, გაიტანა 3 გოლი.

1944. ევერალდო. ბრაზილიის ნაკრებისა და პორტუ ალეგრის “გრემიუს” მცველი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 22 მატჩი. გაუშუს ტურნირის ოთხგზის ჩემპიონი. ევერალდო 1974 წლის 27 ოქტომბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

1945. ფრანც ბეკენბაუერი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, მიუნხენის ”ბაიერნის”, ნიუ იორკის ”კოსმოსისა” და ”ჰამბურგის” ფეხბურთელი. ბრაზილიელ მარიო ზაგალოსთან ერთად ფლობს უნიკალურ მიღწევას – ბეკენბაუერმა მსოფლიოს ჩემპიონობა ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში მოიპოვა. როგორც მოთამაშე, ბეკენბაუერი მსოფლიოსა (1974) და ევროპის (1972) ჩემპიონია. სამჯერ დაეუფლა ჩემპიონთა თასს (1974-76), ხოლო ხუთჯერ გერმანიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1966 და 1970 წლებში მუნდიალის, ხოლო 1976 წელს ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 103 მატჩი, გაიტანა 14 გოლი. ”ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვის შედეგად, 1972 და 1976 წლებში აღიარეს ევროპის საუკეთესო მოთამაშედ. ბეკენბაუერის ხელმძღვანელობით, გფრ-ის ნაკრებმა 1990 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 1986 წელს ფინალში არგენტინასთან წააგო, ”ბაიერნს” კი ბუნდესლიგა მოაგებინა.

1948. მიხეილ ქორქია. ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი კალათბურთელი. 1972წლისოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1976 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი.ევროპისჩემპიონი (1971) დაორგზის ვერცხლის პრიზიორი (1975, 1977). საბჭოთა კავშირისჩემპიონი (1968) დაბრინჯაოს პრიზიორი(1977). საკავშირო თასის მფლობელი (1969). იყოქუთაისისტორპედოსსაფეხბურთოკლუბის ერთ-ერთიმეპატრონე და მისი პრეზიდენტი.ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხისორდენების კავალერი.გარდაიცვალა2004 წლის 7 თებერვალს.

1962. ხულიო სალინასი. ესპანეთის ნაკრების, ბილბაოს ”ატლეტიკის”, მადრიდის ”ატლეტიკოს”, ”ბარსელონასა” და ”დეპორტივოს” ფორვარდი. “ბარსელონას” შემადგენლობაში 1992 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი და ევროპის სუპერთასი, 1989 წელს კი თასების თასი. ესპანეთის ოთხგზის ჩემპიონი. ესპანეთის თასის სამგზის მფლობელი. მსოფლიოს სამი და ევროპის ორი ჩემპიონატის მონაწილე. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 56 მატჩი, გაიტანა 22 გოლი. ესპანურ პრიმერა დივიზიონში ჩაატარა 417 მატჩი, გაიტანა 152 გოლი.

1962. რიკარდუ როშა. ბრაზილიის ნაკრების მცველი 1987-95 წლებში. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონი. 1989 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 39 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. ბრაზილიის ჩემპიონი (1991). 1989 წელს დაასახელეს ბრაზილიის პირველობის საუკეთესო ფეხბურთელად.

1963. გენადი ლიტოვჩენკო. საბჭოთა კავშირის ნაკრების, დნეპროპეტროვსკის ”დნეპრისა” და კიევის ”დინამოს” ნახევარმცველი. ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი (1988). საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. კარიერის მიწურულს გამოდიოდა ათენის “ოლიმპიაკოსში” და მოიპოვა საბერძნეთის თასი. 1984 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. წვრთნიდა უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებს.

1968. ლუბინკო დრულოვიჩი. იუგოსლავიის ნაკრების, “პორტუსა” და “ბენფიკას” ჰავბეკი. კარიერის დიდი ნაწილი “პორტუში” გაატარა, ლისაბონში კი 2 სეზონი იყო. პორტუგალიის ხუთგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი. ოთხჯერ მოიგო პორტუგალიის სუპერთასი. იუგოსლავიის ნაკრებში ჩაატარა 38 ბურთი, გაიტანა 3 გოლი.

1968. სლავენ ბილიჩი. ხორვატი ფეხბურთელი (მცველი) და მწვრთნელი. მოთამაშის რანგში 1998 წლის მსოფლიოს პირველობის მესამეადგილოსანი. ხორვატიის ნაკრებში ჩაატარა 44 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. მოპოვებული აქვს ხორვატიის ჩემპიონობა, ხორვატიისა და იუგოსლავიის თასები. წვრთნიდა ხორვატიის ნაკრებს.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.079413