სარეკლამო ადგილი - 2
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ბლოგი

10:40 | 10.09.2017 | ნანახია 414 - ჯერ

სპორტში არსებული პრობლემების მიზეზები და შედეგები

საქართველოში ბავშვთა სპორტში დაზოგადად სპორტულ სწავლებაში ბევრი პრობლემები რომ დაგროვდა, ამაზე ის ასდამიანებიც კი ხშირად საუბრობენ, რომელთაც ამ სფეროსთან ნაკლები შეხება აქვთ. მიზეზი ცხადია და მარტივი - წლიდან-წლამდე ნათელი ხდება, რომ სპორტი და სპორტული ცხოვრების წესი სულ უფრო და უფრო ნაკლებად პოპულარული ხდება და სკოლაში სპორტის გაკვეთილები ხშირად არამხოლოდ მოსწავლეებისათვის, მშობლებისთვისაც კი ფიქციაა და უინტერესოა.

რა უშლის ხელს ბავშვთა სპორტის განვიათარებას? რატომ ხდება ისე, რომ ნიჭიერი მოზარდები შემდეგში ვეღარ ვითარდებიან? არის თუ არა ამ ყველაფრის მიზეზები ყბადაღებული უფულობა და სპორტში სახელმწიფოსა თუ კერძო კომპანიების მიერ ჩადებული ფულის სიმცირე? - ეს ლეგიტიმური კითხვები ხშირად გვესმის და ბუნებრივიცაა. გამოსავალი მარტივი არ უნდა იყოს. თუმცა, უშველებელი არაფერია. მოდით მაინც ჩამოვთვალოთ ეს პრობლემები.

  1. სამწუხაროდ ძალიან დაბალია საზოგადოების ცნობიერება სპორტის სიკეთეებთან დაკავშირებით და მოსწავლეების მშობლებისთვისაც კი ხშირად სპორტის გაკვეთილზე ბავშვის სიარული დაკარგულ დროდ აღიქმება.
  2. როდესაც საქართველოს საფეხბურთო, სარაგბო თუ საკალათბურთო ნაკრებების მატჩებს ტელევიზორში აჩვენებენ - ყველა ადამიანი შედეგს და გამარჯვებას მოითხოვს. რეალურად კი, ამ ადამიანების უმეტესობას არასოდეს უფიქრიათ რატომ ვარდება ეროვნული ჩემპიონატების დონე, რატომ აღარ დაყავთ მშობლებს შვილები სპორტის სხვადასხვა სახეობებზე და როგორ აისახება მერე ეს ჩვენი გუნდების გამოსვლაზე.
  3. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სპორტული ფედერაციების უმეტესობა უბრალოდ არ ცდილობს ბავშვთა სპორტში თანხების კერძო სექტორიდან მოძიებას და წლების მანძილზე ბიუჯეტზეა ჩამოკიდებული. ეს, რა თქმა უნდა, სპორტის კონკრეტული სახეობების დეგრადაციით სრულდება. სამწუხაროდ ამის მაგალითები მრავალია.
  4. ძალზედ მწირია სპორტული თემატიკის თანამედროვე ლიტერატურა ქართულ ენაზე. სკოლისა თუ საჯარო ბიბლიოთეკებში ძირითადად ძველ, საბჭოთა კავშირის დროინდელ სპორტული შინაარსის წიგნებს ნახავთ, რომელთა ერთი ნაწილი საბჭოური პროპაგანდითაა გაჟღენთილი, მეორე ნაწილი უბრალოდ ნაკლებად მნიშვნელოვან ლიტერატურულ ღირებულებას ატარებს და მხოლოდ სულ რამდენიმე წიგნი შეიძლება მოიძიოთ, რითაც შესაძლებელი იქნება ახალგაზრდებს სპორტისადმი ინტერესი გაუღვივდეთ და სპორტის ამათუიმ სახეობით დაინტერესდნენ.
  5. სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში რბილად რომ ვთქვათ არასასურველია როგორც სკოლებში სპორტის მასწავლებლების ცოდნის დონე, არამედ იმ მწვრთნელთა ცოდნის ხარისხიც, რომლებიც ბავშვებს ფულადი მოსაკრებლის, ანუ ე.წ. გადასახადის პირობით ავარჯიშებენ. სათანადოდ არ ხდება მწვრთნელების დონის კონტროლი და ამის მიზეზი ისევ და ისევ სპორტისადმი ზერელე დამოკიდებულებაა. როგორც იმერეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მითხრა, ის რაც „ეპატიება“ სპორტის მასწავლებელს, არავინ აპატიებს სხვა უფრო „სერიოზული“ საგნების მასწავლებელს, რადგან „სპორტი მხოლოდ სპორტია და მეტი არაფერი...“.
  6. მედიასაშუალებებით და პირველ რიგში ტელევიზიებით არ ხდება, ანდა ძალზედ სუსტად ხდება სპორტის თემატიკის პროპაგანდა. მხოლოდ სხვადასხვა გუნდებისა თუ ინდივიდუალური სპორტსმენების შეხვედრების გაშუქება, რა თქმა უნდა, საკმარისი არაა.

საქართველო ყოველთვის სპორტული ქვეყანა რომ იყო - ეს ათწლეულების მანძილზე ჩვენი სპორტსმენების მიერ ნაჩვენები ფენომენალური შედეგებითაც ჩანს. ტრადიცია შესანიშნავი რამაა, მაგრამ ტრადიციას განგრძობადობა და თანამედროვეობაზე მორგება ჭირდება. სხვაგვარად არაფერი გამოვა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:06 | 11.09.2017
BEERTRANCE (94367)

პირველ რიგში მძლეოსნობის არ არსებობა აზიანებს სპორტს.

12:21 | 10.09.2017
Damexmaret qartuli pexburti var (12)

Am yvelapershi brali miuzgvis saxelmcipos!!!! Skolashi rogorc sagani "fismomzadeba" zogadad agar arsebobs, aris Zalian cota sportuli creebi zogadad da isic ziritadad Tbilisshi, rzionebshi chamkvdaria paqtiurad yvelaperi!!! Meore paqtori Ki aris is ro mshobels aqvs survili ro bavshvi miiyvanos sadme da aris didi gadasaxadebi rasac dgevandeli mdgomareobidan uchirs ojaxs gadaxda!!!!

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.082227