სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ისტორია

9:29 | 10.09.2017 | ნანახია 448 - ჯერ

10 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

2012. აშშ-ის ღია პირველობის ფინალში ბრიტანელმა ენდი მარეიმ სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს 7:6, 7:5, 2:6, 3:6, 6:2 მოუგო და კარიერის განმავლობაში პირველი სადიდსლემო ტურნირი მოიგო. 1936 წლიდან მოყოლებული მარეი პირველი ბრიტანელი ჩოგბურთელია, რომელმაც დიდი სლემის შეჯიბრებაზე გაჩემპიონება მოახერხა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1902. ჰოლანდიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი ”უტრეხტი”.

1927. დევისის თასის 22-ე გათამაშების ფინალში, საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა აშშ-ს ნაკრებს 3:2 მოუგო. მატჩი ფილადელფიაში ჩატარდა.

1932. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ანრი ვაინსმა ანრი კოშე 6:4, 6:4, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 52-ე ჩემპიონი გახდა.

1933. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ფრედ პერიმ კროუფორდი 6:3, 11:13, 4:6, 6:0, 6:1 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 53-ე ჩემპიონი გახდა.

1960. ეთიოპიელმა სტაიერმა აბებე ბიკილამ ოლიმპიური მარათონი მსოფლიოს რეკორდით მოიგო (2:15.16).

1961. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, როი ემერსონმა როდ ლეივერი 7:5, 6:3, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 81-ე ჩემპიონი გახდა.

1962. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, როდ ლეივერმა როი ემერსონი 6:2, 6:4, 5:7, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 82-ე ჩემპიონი გახდა.

1966. მუჰამედ ალიმ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, კარლ მიდენბერგერი მეთორმეტე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

1967. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ჯონ ნიუკომბმა კლარკ გრებნერი 6:4, 6:4, 8:6 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 87-ე ჩემპიონი გახდა.

1972. მიუნხენის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის ფინალში, საბჭოთა ნაკრებმა ამერიკას 51:50 მოუგო. ამერიკელებმა პირველად დათმეს ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული. ივან ედეშკოს პასით ბოლო წამზე ბურთი ალექსანდრე ბელოვმა ჩააგდო. ქართველთაგან ოლიმპიური ჩემპიონები ზურაბ საკანდელიძედა მიხეილქორქია გახდნენ.

1972. ფრანკ შორტერმა მეჩვიდმეტე ოლიმპიური მარათონული გარბენი მოიგო (2:12.19).

1972. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ილიე ნასტასემ არტურ ეში 3:6, 6:3, 6:7, 6:4, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 92-ე ჩემპიონი გახდა.

1974. ფინელმა ტეუვო ლუჰივიურიმ 24 საათის განმავლობაში ველოსიპედით რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. მან 515,8 მილის გავლა მოახერხა.

1977. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, კრის ევერტმა თარნბილი 7:6, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 91-ე ჩემპიონი გახდა.

1978. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ჯიმი კონორსმა ბიორნ ბორგი 6:4, 6:2, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 98-ე ჩემპიონი გახდა.

1983. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში მარტინა ნავრატილოვამ კრის ევერტი 6:1, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 97-ე ჩემპიონი გახდა.

1983. ლარი ჰოლმსმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, სკოტ ფრენკი მეხუთე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1988. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, შტეფი გრაფმა გაბრიელა საბატინი 6:3, 3:6, 6:1 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 102-ე ჩემპიონი გახდა.

1994. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, არანტა სანჩეს ვიკარიომ შტეფი გრაფი 1:6, 7:6, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 108-ე ჩემპიონი გახდა.

1994. ჩინელმა მოცურავე ვან ჰემ 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:00.16).

1995. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, პიტ სამპრასმა ანდრე აგასი 6:4, 6:3, 4:6, 7:5 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 115-ე ჩემპიონი გახდა.

1997. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში იტალიასთან 0:0 ითამაშა. თბილისში, ეროვნულ სტადიონზე შეხვედრას 60 ათასი მაყურებელი დაესწრო. საქართველო: ტოგონიძე, შეყილაძე, ცხადაძე (კალაძე), შელია, ჩიხრაძე, კობიაშვილი, ა. არველაძე (დარასელია), ყაველაშვილი, ქეცბაია, ქინქლაძე (გოგიჩაიშვილი), შ. არველაძე. იტალია: პერუცი, ნესტა, ფერარა, კანავარო, მალდინი, დ. ბაჯო, ლომბარდო (რ. ბაჯო), დი მატეო, ვიერი, კაზირაგი, ძოლა (ინძაგი). საქართველოს ნაკრებს დავით ყიფიანი წვრთნიდა.

2003. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ალბანეთთან ტირანაში 1:3 წააგო. ქართველაგან ერთადერთი გოლი შოთა არველაძემ გაიტანა. საქართველო: ლომაია, ხიზანიშვილი (დემეტრაძე), ქემოკლიძე (რეხვიაშვილი), დიდავა, კვირკველია, კობიაშვილი, ნემსაძე, აშვეთია, იაშვილი, ჯამარაული, არველაძე. ნაკრებს ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია წვრთნიდა.

2008. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის შესარჩევ მატჩში გასვლაზე ირლანდიას 94:77 მოუგო.

2008. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უდინეში იტალიასთან 0:2 წააგო. ორივე გოლი დე როსიმ გაიტანა. საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, კალაძე, სალუქვაძე, ელიავა (კვირკველია 46), ხმალაძე, მენთეშაშვილი (ოდიკაძე 69), ყენია, კობიაშვილი, მჭედლიძე (სირაძე 55), იაშვილი. ნაკრებს ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა.

2012. აშშ-ის ღია პირველობის ფინალში ბრიტანელმა ენდი მარეიმ სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს 7:6, 7:5, 2:6, 3:6, 6:2 მოუგო და კარიერის განმავლობაში პირველი სადიდსლემო ტურნირი მოიგო. 1936 წლიდან მოყოლებული მარეი პირველი ბრიტანელი ჩოგბურთელია, რომელმაც დიდი სლემის შეჯიბრებაზე გაჩემპიონება მოახერხა.

ამ დღეს დაიბადნენ

1935. ჯაკომო ლოზი. იტალიის ნაკრებისა და “რომას” მცველი. 1961 წელს მოიპოვა ბაზრობათა, 1964 და 1969 წლებში კი იტალიის თასები. სერია A-ში ჩაატარა 386 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 11 მატჩი.

1936. იან ლალა. 1960-იანი წლების ჩეხოსლოვაკიის ნაკრების მცველი. მსოფლიოს 1962 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში ჩაატარა 37 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი.

1939. ზარიბეგ ბერიაშვილი. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (70 და 74 კგ წონითი კატეგორია) 1969 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და სამგზის მეორე პრიზიორი (1963, 1965, 19670. ევროპის სამგზის ჩემპიონი (1966, 1967, 1970). ორი ოლიმპიადის მონაწილე (1964, 1968). ტოკიოსა და მეხიკოს ოლიმპიდებზე შესაბამისად მეექვსე და მეხუთე ადგილები დაიკავა. საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი. ფილასა და ღირსების ორდენების კავალერი.

1943. ჰორსტ-დიტერ ჰიოტგესი. 1965-74 წლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების მცველი. მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონი. ევროპის 1972 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. გფრ-ის ნაკრებში ჩაატარა 66 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. 1965 წელს გახდა გერმანიის ჩემპიონი. ბუნდესლიგაში ჩაატარა 420 მატჩი, გაიტანა 55 გოლი. გულშემატკივრებმა ჰიოტგესს “რკინის ფეხი” შეარქვეს.

1944. ვახტანგ რეხვიაშვილი. თბილისის ”დინამოს” მცველი. საბჭოთა კავშირის პირველობების ჩემპიონი (1964) და ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1967). ოქროს მედალი მოპოვებული აქვს დუბლიორთა ტურნირში გამარჯვებისთვისაც (1964). თბილისის ”დინამოში” ჩაატარა 132 მატჩი, გაიტანა 3 გოლი.

1946. ჯეიმს ჰაინსი. ამერიკელი მძლეოსანი. 100 მეტრ ესტაფეტაზე რბენაში 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ჰაინსი პირველი მძლეოსანია, რომელმაც 100 მეტრი 10 წამზე ნაკლებ დროში გაირბინა.

1966. ახრიკ ცვეიბა. თბილისის ”დინამოს” მცველი. გუნდში ჩაატარა 137 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში (24 მატჩი), კიევის ”დინამოში”, რუსეთისა და იაპონიის კლუბებში. სსრკ ჩემპიონი (1990). უკრაინის საუკეთესო ფეხბურთელი (1991). მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1990).

1973. ბაკურ გოგიტიძე. ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობის ჩემპიონი (1993) და ვერცხლის პრიზიორი (1994). ატლანტის 1996 წლის ოლიმპიადის მონაწილე. გამოდიოდა 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში. იყო საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.070809