ფეხბურთი

0:44 | 9.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მერებაშვილმა "ვისლა" მარცხისგან იხსნა: საგოლე პასი და თერთმეტმეტრიანი (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მერვე ტურში გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა გიორგი მერებაშვილმა. ქართველი ფეხბურთელი გათამაშების ლიდერ ლუბინის “ზაგლებიესთან” საგოლე გადაცემითა და მოპოვებული თერთმეტმეტრიანით გამოირჩა.

არადა, პლოცკის “ვისლა” პირველი ტაიმის შემდეგ 0:2 აგებდა და თითქოს მატჩის გადამრჩენიც არ იყო. თუმცა, 46-ე წუთზე მოედანზე გიორგი გამოჩნდა და საკუთარი გუნდის შეტევა გააძლიერა. 57-ე წუთზე მატეუშ პიატოვსკის გაატანინა, ხოლო 10 წუთში პენალტი მონადირა, რომელიც ნიკო ვარელამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.

“ვისლას” რვა ტურის თავზე ამდენივე ქულა აქვს და მეთორმეტე ადგილზე იმყოფება.

0.112468