სარეკლამო ადგილი - 2
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
სხვა

22:54 | 8.09.2017 | ნანახია 410 - ჯერ

ლიმაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესია გაიმართება

13-16 სექტემბერს პერუს დედაქალაქ ლიმაში გაიმართება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 131-ე სესია, რომელიც განიხილავს ოლიმპიური მოძრაობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს. მანამდე, 11-12 სექტემბერს მოეწყობა სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა, 12 სექტემბერს - სესიის საზეიმო გახსნის ცერემონია პერუს Gran Teatro Nacional-ში.

სესიის პირველ სამუშაო დღეს, 13 სექტემბერს აირჩევენ 2024 და 2028 წლების ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქებს, ხელი მოეწერება შესაბამის კონტრაქტებს. მომდევნო დღეებში სესიის დელეგატები განიხილავენ 2020 წლის ოლიმპიურ დღის წესრიგს და სტრატეგიულ საგზაო რუკას, რომელიც განსაზღვრავს ოლიმპიური მოძრაობის ძირითად პრიორიტეტებს და მოწოდებულია დაიცვას ოლიმპიური ფასეულობები, გააძლიეროს სპორტის როლი საზოგადოებაში. სესიაზე იმსჯელებენ ოლიმპიზმის სხვა აქტუალურ საკითხებზე, აირჩევენ სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს 9 ახალ წევრს, ასევე რამდენიმე კომისიის თავმჯდომარეს.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.073614