სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ჭიდაობა

20:42 | 8.09.2017 | ნანახია 852 - ჯერ

არჩილ ჩოხელის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი სამბოში 9-10 სექტემბერს გაიმართება

9-10 სექტემბერს ძიუდოს აკადემიაში (ბელიაშვილის N5) სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, არჩილ ჩოხელის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართება.

საერთაშორისო ტურნირში, რომელიც მესამედ ჩატარდება, მონაწილეობას 12 ქვეყნის (რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუმინეთი, მოლდოვა, კვიპროსი, საბერძნეთი, ყაზახეთი, უკრაინა, ბელარუსი და საქართველო) 200-მდე სპორტსმენი მიიღებს 9 წონით კატეგორიაში.

ტურნირის ორგანიზებასთან დაკავშირებით, 8 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია ჩატარა, სადაც ჟურნალისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად და სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე, ასევე ფედრაციის წარმომადგენლები, მწვრთნელები, მსაჯები და სპორტსმენები შეხვდენენ.

პრესკონფერენციას ესწრებოდნენ სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და სამბოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯონდო მუზაშვილი.

არჩილ ჩოხელის მემორიალური ტურნირი 9 და 10 სექტემბერს 10:00 საათიდან დაიწყება, 9 სექტემბერს 16:30 წუთიდან კი დაგეგმილია გახსნის ოფიციალური ცერემონია.

9 სექტემბერს მედლებისთის 52, 62, 74, 90 და +100 კატეგორიის სპორტსმენები იბრძოლებენ, 10 სექტემბერს 57, 68, 82, და 100 კატეგორიის სამბისტები. ფინალური შეხვედრები 17:00 საათიდან გაიმართება.

სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.109973