სარეკლამო ადგილი - 2
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
თამაშგარე

12:23 | 8.09.2017 | ნანახია 2190 - ჯერ

ოლივია კულპო და აკაკი წერეთელი

ახლა თუ არა, მომავალში შეიძლება აკაკი წერეთლის პოემა “ღამურასავით“ დაემართოს უმშვენიერეს ამერიკელ მოდელს, 2012 წელს “მის ამერიკად“, 2013 წელს კი “მის სამყაროდ“ დასახელებულ ოლივია კულპოს, რომელიც წარმოშობით მექსიკიდანაა, მაგრამ მისი გული, სული, მკერდი და ტან-ფეხი სწორედაც რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკუთვნის.

ოლივია კულპოზე, თურმე, მექსიკელები ძალიან არიან განაწყენებულნი და ფიქრობენ, რომ ამ გოგონამ მათ სამშობლოს უღალატა, რაკი არაერთხელ განაცხადა, რომ თავს ჭეშმარიტ ამერიკელად გრძნობს და აკი სხვადასხვა სახის ღონისძიებებშიც სწორედ “იანკთა“ სახელით გამოდის. აკაკი წერეთლის “ღამურას“ ბედი ოლივიას ჯერ ბოლომდე მაინც არ გაუზიარებია, რადგან ამერიკაში იგი ძველებურად უყვართ და ძველებურად ეფანცქვალებიან, მაგრამ ხვალ რა იქნება - ვინ იცის...

კუსკუსა ოლივიას კონკაკაფის ზონაში პრინციპული მეტოქეების - მექსიკისა და აშშ-ის ნაკრებთა საფეხბურთო მატჩის შესახებაც გაუკეთებია კომენტარი და იმ შეხვედრისასაც აღიარა, რომ სწორედ ამერიკისკენ იქნებოდა. აი, სწორედ ამან გამოიწვია მექსიკელთა განსაკუთრებული გულისწყრომა და ჩვენი საჩხერელი დიდი მგოსნის სული ამ ამბავმა იმ ქვეყნადაც შეაკრთო.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:29 | 12.09.2017
ჰიტლერი (217)

ავტორ გასაგებად რომ დაგეწერა სტატია და ბოლოს მიგეწერა აკაკი წერთლის ღამურა წაკითხული მაქვსო ჯობდა

22:59 | 10.09.2017
ika13 (893)

"ღამურას" შინაარსი და დედააზრი, რომ კარგად გახსოვდეს ამ სტატიის ავტორო, ამდენ სისულელეებს აღარ დაწერდი....

11:21 | 10.09.2017
O. Mertskhali (904)

ამას უთქვია მექსიკელებისთვის: სული თუ რაღაც ჯანდაბაა, მე არ მაინტერესებს და თქვენან იყოს, თუ ასე გინდათო DDDDDDDDDDDDDDDD

22:16 | 09.09.2017
Despe (2698)

Trump ♥

13:02 | 08.09.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

დახე ამასა ?!
ავტორ ჯან, დიადი კაკოს "ღამურას" მორალი იმაშია, რომა ეგ გზასაცდენილი არსება არც ჩიტებმა მიიღეს და არც თაგვებმა. დარჩა მარტო, ბნელში და უკუნში...
ეს კოხტა გოგო კი ამერიკამ იგრე ჩაიხუტა და ჩაჰკოცნა, როგორც ბრეჟნევმა ერიხ ჰონეკერი
არც გავკარით ბოღმიან აცტეკებს ?! რო მიუშვას ტრამპმა, ყველანი ამერიკაში გადავლენ დედაბუდიანად

20:03 | 08.09.2017
BEERTRANCE (94367)

სიბერემდე არ ემუქრება ღამურობა DDDDDDDDDĐDD

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.115961