სარეკლამო ადგილი - 2
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
სხვა

19:12 | 7.09.2017 | ნანახია 1228 - ჯერ

წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება

საქართველოს 17-წლამდე ასაკის წყალბურთელთა ნაკრები 8 სექტემბერს, მალტაზე, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ მიემგზავრება. ევროპის ჩემპიონატი 17-წლამდელთა შორის 10-17 სექტემბერს გაიმართება, ჩემპიონატში სულ 16 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

საქართველო C ჯგუფში ითამაშებს სერბეთის, საფრანგეთისა და მალტის წინააღმდეგ. ჯგუფური ეტაპიდან, პლეი-ოფში 2-2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გავა. ევროპის ჩემპიონატზე „ლენის" წყალბურთის კომიტეტის ტექნიკურ დელეგატად მიწვეულია საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ბითაძე, ჩემპონატზე იმსაჯებს ქართველი მსაჯი ვახტანგ მებუკე.

ქართველ წყალბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების წინ, მწვრთნელებთან და ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა. მინისტრი დიღომში მდებარე ოლიმპიურ აუზზე ნაკრების ვარჯიშს დაესწრო და გუნდის წევრებს ტურნირზე წარმატება უსურვა.



17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით მიემგზავრება:

გიორგი ბარაბაძე, დავით ცხაკაია (კაპიტანი), თორნიკე დიასამიძე, კახა სამყურაშვილი, ვიტალი მემანიშვილი, ლევან ხოხაშვილი, საბა დვალი, გურამ კუჭუაშვილი, ნიკოლოზ იმნაიშვილი, თემურ ჭეიშვილი, თორნიკე ხვინგია, გიორგი ქათამაძე, ნიკოლოზ ქარჩავა.
მთავარი მწვრთნელი - რევაზ ჩომახიძე
ასისტენტი - თამაზ კუტივაძე

მატჩების განრიგი

10 სექტემბერი

სერბეთი - საქართველო

11 სექტემბერი

საფრანგეთი - საქართველო

12 სექტემბერი

მალტა - საქართველო

msy.gov.ge

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:46 | 14.09.2017
sabonis (6935)

კი მარა ადმინ დღეს 14-ია სა შედეგები გაგვაცანი. თუ არაფერია სახეირო.DDD

11:36 | 11.09.2017
BEERTRANCE (94367)

წარმატებები

16:47 | 09.09.2017
O. Mertskhali (904)

ოჰ

15:06 | 08.09.2017
r.f. (181)

ეს დაზაგრულ-ტუჩებდაბერილი შხვართიც წყალბურთის ნაკრების წევრია?))))

12:32 | 11.09.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

მამიდაჩემია და ცუდი არაფერი თქვათ !!!

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.06077