სარეკლამო ადგილი - 2
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

16:48 | 7.09.2017 | ნანახია 5386 - ჯერ

ორი აზრი და ორი გრძნობა, რა მოგვიტანა ვაისმა?

აზრი ყოველთვის ორად იყოფა, ყველას თავისი მოსაზრება გააჩნია – უნდა დარჩეს თუ არა ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად? ეს, ის კითხვაა, რომელიც ბოლო დღეებში ყველაზე აქტუალურია.

სფფ-მ სლოვაკ სპეციალისტს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავა. ერთნი ამას იწონებენ, მეორე მხარეს კი უკვირს – რატომ? საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ციკლში არ მოუგია. საქართველოს ნაკრებს გამარჯვების კომპლექსი აქვს. და მაინც, საქართველოს ნაკრები არ აგებს, ფეხბურთს თამაშობს და იმედი გაჩნდა.

ვაისი და წელიწადნახევარი

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრები ზუსტად წელიწადნახევრის წინ ჩაიბარა. ეს არაა პატარა დრო, მაგრამ არც ძალიან დიდია – ვლადიმირ ვაისის თავკაცობით საქართველოს ნაკრების თამაშში დადებითი ძვრები რომ შეინიშნება, ამაზე დავაც არ ღირს. რაც შეეხება შედეგს, საქართველოს ნაკრებმა მის ხელში სამი თამაში მოიგო და სამივე ამხანაგური. ოფიციალურ მატჩებში კი არ გვაქვს მოგება. გვიჭირს მოგება – არადა, შეიძლებოდა. არადა, უელსთან, ირლანდიასთან ორივე მატჩი და თუნდაც სერბეთთან თბილისური ჯახი არ ყოფილა თამაშის ხარისხით ისეთი, რომ ხსენებული 4 შეხვედრიდან მხოლოდ 2 ქულა გამოგვემუშავებინა.

საქართველოს ნაკრებს ეტყობა, რომ მიმართულებას დაადგა, რაღაცისკენ მიდის. ეს რაღაც ალბათ, გამარჯვებაა, რომელიც ჯერ არ ჩანს, მაგრამ უნდა გამოჩნდეს. საქართველოს ნაკრები არ ყოფილა ძალიან მძიმე ჯგუფში, მაგრამ ისიც ვაღიაროთ, რომ ჩვენი ქვეჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე თანაბრად დაკომპლექტებული იყო სხვებთან შედარებით. არც სერბეთია ესპანეთი და არც ირლანდია საფრანგეთი. არც ავსტრია გერმანია და არც უელსი იტალია. მაგრამ, ისინი საშუალო ევროპულ დონეზე დგანან და ძალიან ბევრ საკითხში ჩვენზე წინ არიან – ერთმნიშვნელოვნად!

ვლადიმირ ვაისს საქართველოს ნაკრებში არ დახვედრია ია-ვარდით მოფენილი გზა. სლოვაკს ბევრი პრობლემა და საფიქრალი ჰქონდა, აქვს. ქართველი ფეხბურთელები დღეს აღარ თამაშობენ ევროპის ტოპ ლიგებში, სადაც თამაშობენ, იქაც სათამაშო პრაქტიკა ჭირს. ვაისს ყოველ შეკრებაზე ბევრი უთამაშებელი ფეხბურთელი ჰყავდა და ვისაც ჰგონია, რომ ეროვნულ ნაკრებში 4-5 დღით ჩამოსულ მოთამაშეს ფიზიკურად მიუახლოვებ ევროპულ სტანდარტებს, ცდება. ეროვნულ ნაკრებში როგორც წესი ფეხბურთელები მზად ჩადიან – ეროვნულ ნაკრებში უბრალოდ თამაშობ იმას, რაც მოცემულ მომენტში შეგიძლია. ვლადიმირ ვაისს აქვს პატარა არჩევანი და არ ჰყავს ბევრი შემსრულებელი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოს ნაკრებში მინიმუმიდან მაქსიმუმი უნდა გამოწურო. სხვა შემთხვევაში შედეგი არ მოვა. ვაისს ჰყავდა და ჰყავს ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი და ეს კიდევ უფრო ართულებს საქმეს.

ბევრი ფრე და მონატრებული გამარჯვება

ფრე კარგია, წაგებას სჯობს, თუმცა მოგება ყველაფერზე მაღლა დგას – საქართველოს ნაკრებს დღეს გამარჯვება არ აქვს. არის შანსი, რომ მიმდინარე შესარჩევი ციკლი ასეც დაასრულოს. ვაისმა ირლანდიასთან და ავსტრიასთან ბოლო წუთებში ნამდვილად იმოქმედა პრაგმატულად და არ გარისკა – ყველა მედალს ორი მხარე აქვს და ახლაც ასეა: ვაისი არ წავიდა რისკზე ირლანდიასთან და შემტევის ნაცვლად მცველი გამოიყვანა. ეს, იმით ახსნა, რომ სურდა მეორე სართულზე მოეპოვებინა უპირატესობა. ვაისს ალბათ შეეშინდა, ტრადიციულ სენს თავი არ ეჩინა, ბოლო წუთებზე თამაში არ წაგვეგო და წინ წასვლას, დაცვაში თამაში ამჯობინა. ამას მართლაც აქვს ლოგიკური ახსნა – ირლანდიაც და ავსტრიაც საქართველოს ნაკრებზე მაღალი დონის გუნდები არიან. ირლანდიას აუცილებლად მოგება სჭირდებოდა, ავსტრიასაც. ისინი ფიზიკურად ბევრად ჯანსაღ კონდიციებში არიან, ვიდრე – ჩვენ. ვაისმა იცის თავისი გუნდის შესაძლებლობები ჩვენზე უკეთ და იცის ისიც, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა დღეს ფიზიკური მოუმზადებლობაა. ამაში კი, ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე – რთულია, როცა კარგა ხნის უთამაშებელ ფეხბურთელს პრემიერლიგაში და ბუნდესლიგაში გამოწვრთნილ ბიჭებს უპირისპირებ. არადა, რატომ უნდა იყოს ცუდი შედეგი ავსტრიაში ქულა? – არამც და არამც. ალბათ ბევრი წინასწარ დასთანხმდებოდა ამ ანგარიშს, მაგრამ არის, მეორე მხარეც – გამარჯვება მოგვენატრა, გამარჯვება გვინდა, გამარჯვებას ვითხოვთ. არ გვინდა პრაგმატიზმი, გვინდა სიხარული.

რა მოგვიტანა ვაისმა?

სლოვაკი სპეციალისტის ხელში საქართველოს ნაკრები არ თამაშობს ყრუ დაცვას – ეს ცხადია. საქართველოს ნაკრები ცდილობს თაშის შექმნას და პირველ ნომრობას. აკონტროლებს ბურთს, კომბინირებს და თქვენ წარმოიდგინეთ, მეტოქის ნახევარზე პრესინგს მიმართავს... დიახ, სწორედ ამ პრესინგის შედეგი იყო გოლი ავსტრიის ნაკრების კარში, გოლი რომელიც იყო ულამაზესი და გოლი, რომელიც გავიტანეთ სწრაფად. ვაისის გათვლა ეფუძნება ბურთის კონტორლს – თუ ბურთს ფლობ, თამაშსაც შენ აკონტროლებ. საქართველოს ნაკრებს უელსთან, ირლანდიასთაან, ავსტრიასთან და სერებთთან ბურთი მეტწილად ჰქონდა, ვიდრე მეტოქეს. საქართველოს ნაკრები ყველასთან ქმნის მომენტებს და არაა სტატისტის როლში. გარდა ამისა, ჩანს პრაგმატულობაც – ვაისს მართლაც არ აქვს დიდი არჩევანი და ალბათ, ამიტომ, მისთვის ყოველი ქულა, თუნდაც მოუგებელ შესარჩევ ციკლში, მნიშვნელოვანია. სწორია თუ არა ეს გათვლა, ამას დრო გვაჩვენებს. და მაინც, ცალსახაა, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს ახლა 5 ქულაზე მეტი უნდა ჰქონდეს. ანუ, იმაზე მეტი, ვიდრე ახლა აქვს.

საქართველოს ნაკრების საუკეთესო თამაში ალბათ კარდიფში იყო. ვისაც ახსოვს უელსთან მატჩი, ალბათ დაგვეთანმხმება. საქართველოს ნაკრებმა ითამაშა ლამაზი ფეხბურთი, გაიტანა მარტივი, მაგრამ თანამედროვე კომბინაციით მშვენიერი გოლი და შექმნა ძალიან ბევრი რეალური მომენტი. აქ კი, უკვე შემსრულებელთან მივყავართ – საგოლე მომენტების დაბალი რეალიზაცია, მართლაც სერიოზული პრობლემაა. ამას პატივცემული ვლადიმირი ხვდება და აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა ერთ თამაშში ერთ გოლზე მეტის ვერგატანაა.

ისე, წმინდა სათამაშო ნიუანსებიდან თუ გამოვალთ, მსაჯების შეცდომების გამოც არ გვაქვს მოგება – გავიხსენოთ: ირლანდიამ თამაშის წესის დარღვევით გაგვიტანა, იგივე მოხდა მანამდე მოლდოვაში. არც სერბების თერთმეტრიანი იყო მაინც და მაინც ეჭვგარეშე. საპასუხოდ, ჩვენს სასარგებლოდ თითქმის ვერაფერს გავიხსენებთ.

პატივისცემა

შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს, შესაძლოა ეს იყო მხოლოდ დიპლომატური ფრაზები, მაგრამ აგერ, სულ ბოლოს, მარტინ ონილმა და მარსელ კოლერმა საქართველოს ნაკრებზე ძალიან კარგად, პატივისცემით ისაუბრეს. ისინი საქართველოს არ მიიჩნევდნენ მაჩანჩალად და ისინი საქართველოსთან თავიდანვე გამარჯვებას არ ზეიმობდნენ. ეს ყველაფერი კი სწორედაც რომ საქართველოს ნაკრების თამაშმა მოიტანა. და, სხვათა შორის, ალბათ იმ ფრეებმაც, ასე რომ გვწყინს.

ერთ წრეზე

მწვრთნელი ყოველთვის შედეგით ფასდება და წმინდა შედეგობრივი კუთხით, ვაისის სამუშაო ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი. მაგრამ, ახალი მწვრთნელი ახალ იდეას მოიტანს. ახალ მწვრთნელს დრო დასჭირდება, ახალი მწვრთნელი თავიდან დაიწყებს – ეს ბევრჯერ გამოგვიცდია და ვიცით. ამას შედეგი არ მოუტანია. იქნებ, მართლაც დროა, რომ სლოვაკს კიდევ მიეცეს ერთი შანსი – დასაკარგი არაფერი გვაქვს. მოდით, გულახდილნი ვიყოთ და საქართველოს ნაკრები დღეს არაა იმ დონის, რომ თუნდაც ჯგუფიდან გასასლველად რეალურად იბრძოდეს. ეს უფრო ჩვენი სურვილია, ეს უფრო ჩვენ გვინდა, ვიდრე რეალობა.

ასეთი გუნდის ჩამოყალიბებას დრო უნდა, მუშაობა უნდა. ასეთი გუნდის შექმნა დღეებში, კვირებში, თვეებში თითქმის არ ხდება. საქართველოს ნაკრები დღეს ბევრი პრობლემითაა და მას მოგვარება სჭირდება. საქართველოს ნაკრები ახლა ფეხბურთის თამაშს სწავლობს – ფეხბურთის თამაშს შედეგი უნდა მოჰყვეს.

გაორებული გრძნობა

კი, ბატონო, დავიღალეთ, კი ბატონო აღარ გვინდა ერთი და იგივე, კი ბატონო, გვინდა გამარჯვება, სიხარული და აღარ გვინდა, გვიჩნდებოდეს გაორებული გრძნობა – გაორებული გრძნობა და მარადიული ფრაზა: კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ (ახლა უკვე, ვერ მოვიგეთ). მაგრამ, საქართველოს ნაკრების თამაში ბოლო პერიოდში ნამდვილად არაა ერთფეროვანი და საქართველოს ნაკრები ფეხბურთს თამაშობს. საქართველოს ნაკრებმა დაიმსახურა მცირე, მაგრამ მაინც პატივისცემა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (20)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:03 | 11.09.2017
ogafa (4819)

მოგება არ აქვს შესარჩევზე მაგრამ მწვრთნელის მუშაობა დადებითად ფასდება

12:41 | 08.09.2017
Levan911 (2153)

ვაისმა კიარ ასწავლა ნაკრებს ბურთის დაჭერა, უბრალოდ წამოვიდა ისეთი თაობა, რო ბურთის ფლობა და პასის კულტურა თითქმის ყველას აქვს. წამოვიდა გვილია, კვეკვე, აბურჯანია, ყაზაიშვილი, ჯანომ და ოქრიმაც ოდნავ მოუმატა, კაკაბაძე. რათქმაუნდა ბურთის ფლობამაც მოიმატა, აბა კანკავა, დაუშვილი, ლობჟანა, კობახიძე ყოფილიყვნენ და ნახავდით თუ დაიჭერდნენ ბურთს. ერთი რაც ვაისის მომწონს ისაა რომ ნაკრებში სიტუაცია დალაგებული ჩანს ფსიქოლოგიური კუთხით, არაა კონფლიქტები და ფეხბურთელებსაც სჯერათ რომ ნელნეა მოუმატებენ. სხვათაშორის ამ მხრივ ცხადაძემაც იყოჩაღა , განსაკუთრებით ოქრისთან.

11:51 | 08.09.2017
majlajuna (718)

ვაისზე ცუდს ვერ ვიტყვი, ბევრად გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს ნაკრები ახლა, ვიდრე ქეცბაიას ხელში, უბრალოდ ამ ეტაპზე არასწორად მიმაჩნია ნაკრებზე აქცენტის გაკეთება. ჩემი აზრით მთელი ფინანსები ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისკენ უნდა მიმართონ, ამ ნაკრებს მომავალი მაინც არ აქვს

08:21 | 08.09.2017
warning! (1213)

ბიჭებო ქუთათელიძეზე რა ხდება არცერთ ნაკრებში არ უთამაშია ამ ბოლო დროს, ხომ არ ფრანგდება?

12:32 | 08.09.2017
Levan911 (2153)

მაგის გაფრანგება გამორიცხულია. სულ იმას იძახის გამორიცხულია საქართველოს გარდა სხვა ნაკრებში ვითამაშოო.

11:46 | 08.09.2017
federerjamesliverpooldelpotro (4664)

რატო უნდა გაფრანგებულიყო ქუთათელაძე ვერ გავიგე პირიქით ძაან მაგარი ბიჭია ოცნებაა მისი ნაკრებში თამაში

22:46 | 11.09.2017
warning! (1213)

რავი არც 17 წლიანებში არ უთამაშია კარგა ხანია და არც 19-ში და მაგიტომ ვამბობ, მაგარი ბიჭი რომ არის ეგ მეც ვიცი )

08:14 | 08.09.2017
warning! (1213)

კაით ეხლა გაჩერდით, ვინმეს გგონიათ რომ აქ ვაისი აყენებს შემადგენლობას? იმდენი ფეხბურთელია რომელსაც სათამაშო პრაკტიკა აქვს უცხოეთში და ტიპი მაინც უთამაშებელ ფეხბურთელებს აყენებს სასტავში, როგორ უნდა დავიჯერო რომ ეს აყენებს სასტავს, უბრალოდ უმალავენ ხალხს რომ არ გამოიძახოს. ბეგლარიშვილი ან ლიპარტია ერთხელ როგორ არ უნდა გამოეძახებინა

23:58 | 07.09.2017
federerjamesliverpooldelpotro (4664)

იდეაში ძაან კომიკური სიტუაცია იქნება მოგება არაა შესარჩევზე და მწვრთნელის მუშაობას დადებითად აფასებ კონტრაქტს აძლევ სასაცილოა ხო მარა სხვა მწვრთნელის მოსვლას აზრი არ აქ თან გუნდი მიუხედევად ხარვეზებისა ფეხბურთს თამაშობს სკა ენერგიას მეტს ვერც მოთხოვ კი ლუქსემბურგი თამაშობს ფრეს მარა ეგრე ესპანეთს ვაისმაც მოუგო.განცხადებები რო ეს შესარჩევი შემდეგ შესარცევისთვის გამოვიყენეთო უკვე ირონიული და კომიკურია.ასე რომ ვაისი უნდა დარჩეს კიდე ასე გაგრძელდება მერე გაუშვებენ

21:21 | 07.09.2017
gionat (2151)

მიუხედავას იმისა რომ ვაისის დიდი მოტრფიალე არ ვარ, მისი გაშვება შეცდომა იქნება, რასაც ვერ დაუკარგავ ისაა რომ დფეხბურთა გავა უკვე ნაკრებია თამაში

21:09 | 07.09.2017
maradona73biankoneri (12300)

კაი გავუშვათ ვაისი, მაგრამ ვის მოიყვანდით და რა შედეგს ელით სხვა მწვრთნელისგან მაშინ ეგეც დაწერეთ.

მე არ გავუშვებდი, ამათთვის ვაისიც ზედმეტია.

21:02 | 07.09.2017
tomasz (792)

უნდა დარჩეს რათქმაუნდა
ამ გუნდით უკეთესი შედეგი რა გინდათ ბოლოს წინა ადგილი კი არა მოლდოვას რომ გავასწარით ეგეც შეღავათია

20:32 | 07.09.2017
cameleoni (248)

ვაისი ცალსახად უნდა დარჩეს... უმრავლესობა გულშემატკივარი ასე ფიქრობს (ჩემს გარშემო), შედეგი მეტი გვინდა მაგრამ რეალურად ძალიან სუსტი შემადგენლობა გვყავს.

20:23 | 07.09.2017
shotai-olimpi (2718)

ძალიან კარგი მწვრთნელია ყოველ შემთხვევაში იმ გუნდში სადაც მხოლოდ 3 კაცს აქვს მუდმივი სათამაშო დრო მეტის მოთხოვნა არარეალურია!! გუნდი დაცვას გამართულად ტამაშობს და იცის შეტევის განვითარება, ქაოტურად აღარ ვუტევთ და ინდივიდუალიზმის ხარჯზე არ ვცდილობთ გატანას რა უდაოდ კარგია!!

19:24 | 07.09.2017
chamilo (33204)

ვაისი არაა ცუდი მწვრთნელი,ჩემი აზრით უნდა დარჩეს,ნაკრებმა ისწავლა ბურის დაჭერა,კონტროლი,პასი მართალია მოგება საჭიროა და შედეგიც ეგ უნდა იყოს თუმცა წლებია ჭაობში ვართ და ასე მალე ვერ ავალთ,საჭირო დონეზე ფეხბურთელების უმეტესობას პრაქტიკა არ აქვს,ოქრის და ჭანტურიას მთელი სეზონი გაუცდათ,ცენრფორვარდი ფაქტიურად არ გვყავს,ნავალოვსკის ძალიან მოკლებული აქვს,შემცვლელი არ გვყავს,აი კაშია,კვირკველიას დუეტი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს,ჯობია ერთერთი სკამზე დასვას,ვაცადოთ ევროპაზეც ვაისს ჯობია

18:47 | 07.09.2017
kasho_82 (7242)

მწვრთნელის ხშირი ცვლა კარგს არაფერს მოგვიტანს და აუცილებლად უნდა დარჩეს,ეს პირველი შესარჩევი იყო გაიცნო გუნდი მეტი გამოცდილება შეიძინა ჩვენთან მიშაობის დროს, ანუ დაინახა ვისთან ააქვს საქმე და აი მომდევნო შესარჩევი თუ ჩააგდო მაშინ დავემშვიდობოთ. ისეცაა რომ აღცერთი თამაში ვაისის ხელში ნაკრებს არ უთამაშია ოპტიმალური შემადგენლობით, სულ გვაკლდა 2-3 კაცი და ესევ გაშათვალისწინებელია.

18:41 | 07.09.2017
l_e_o_n_i (263)

Ualternatioa Vaisi, da unda darches... armgonia rom Anchelotis chamoyvana shedzlon,ase rom.....

17:42 | 07.09.2017
andres08 (337)

მეგობრებო აუცილებლად უნდა დარჩეს!!გუნდს გაუგო და ასეა თუ ისე ესეც და ფეხბურთელებიც წვალობენ და დებენ ფრეებს....ნუ დაგავიწყდებათ რომ შემდეგი შესარჩევიდან უქმდება ამხანაგურები და ფაქტიურად ორ ფრონტზე მოგვიწევს ბრძოლა და იმედია გამოვკრავთ ევროს საგზურს ხელს

17:48 | 07.09.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

უი, ეგ ახალი სისტემა სულ დამავიწყდა მართლა.

17:35 | 07.09.2017
iveria1 (80)

უნდა დარჩეს. კარგი ტაქტიკოსი და კარგი მწვრთნელია. მოგებას კიდე შემსრულებელი უნდა ასეთი მხოლოდ ნაკრებში 3-4 კაცია. ბევრს სადაც არიან არ უწევთ თამაში. რელობას უნდა შევხედოთ. ვაისი ვერ გავადა გოლოს ვერ გაიტანს.

17:32 | 07.09.2017
lashamax (555)

სამში გრძელი

17:24 | 07.09.2017
მადრიდისტა (16990)

ვაისი არა ცუდი მწვრთნელი არის ცუდი ტაქტიკოსი,ცუდი მოტივატორი,არ იცის ცლილებები, არისდა გაუბედავი ტიპი, ეშინია ავტორიტეტების და მზადაა ყველაფერზე თავი დახაროს, მზადაა ფედერაციის დაწერილი შპალგალკით იაროს ყველგან, ოღონ არ მოხსნან... არადა ამ შემადგენლობოტაც შეიძლოებოდა წარმატების მიღწევა ნორმალური შემადგენლობის შემთხვევაში... ამ ტამაშებში ვერ გამოიყენა ვერც ჯანოს შესაძლებლობები ვერ იყენებს უკვე წლებია ყაზაიშვილს ვერ აყენებს სწორ შემადგენლობას...

17:05 | 07.09.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

უნდა დარჩეს. მიუხედავად იმისა რომ გული კარგს არ მიგრძნობს, მომავალი ციკლი ვაისმა უნდა იმუშაოს. გრანდები არ გვყავს ჯგუფში და ტეხავს მოგების გარეშე რომ ვართ, მაგრამ ხუთი ფრე ასე თუ ისე შეიძლება საფუძველად ჩაითვალოს.
ჩვენ სუსტი გუნდი გვყავს და მომავალ ციკლში ვერ გავალთ ფინალურ ეტაპზე. თუმცა იქნებ ბრძოლა მაინც გავაჩაღოთ, იქნებ 4-5 ტურის მერე უშანსოდ აღარ ვიყოთ.
ამ "იქნებ იქნებ"-ში და "ბრძოლა ბრძოლა"-ში რამენაირად მესამე ადგილსაც მივუჩოჩდებით დაა... DDDDDDDDD

16:54 | 07.09.2017
zanzibari (172)

რაში ეტყობა ნაკრებს მწვრთნელის ხელი? ასე თამაშობს ნაკრები რაც დაარსდა ამათ ჭირდებათ კაცი დისციპლინის მომთხოვნი გუნდის შემკვრელი და არა ვარჯიშებზე რომ ამათ ფინტაობას უყურებს და ჰგონია ვარსკვლავების გუნდი ყავს ესენი მხოლოდ საკუთარი თავისთვის თამაშობენ და არა გუნდურად!

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.080027