ფეხბურთი

15:18 | 7.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო კობახიძე: “სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა”

სანდრო კობახიძე ცოტა ხნის წინ უკრაინის ჩემპიონატს და კერძოდ, პოლტავას “ვორსკლას” დაუბრუნდა. ქართველი ფეხბურთელს გუნდში სიტუაცია გამოსწორებული დახვდა. ამის შესახებ თავად სანდრო საუბრობს.

“ვორსკლაში” სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა. რა თქმა უნდა, პრობლემები არის, მაგრამ ახლა ბევრად კარგი მდგომარეობაა.

ვერ ვიტყვი, რომ თავის დროზე “ვორსკლა” ამის გამო დავტოვე. უბრალოდ, მინდოდა ძალები ახალ ჩემპიონატში მომესინჯა” – ციტირებს კობახიძეს Football.ua.

შეგახსენებთ, სანდრო კობახიძემ თურქულ “გიოზთეფესთან” ხელშეკრულება გაწყვიტა და ერთი კვირის წინ “ვორსკლასთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კობახიძის გარდა პოლტავურ გუნდში ანდრო გიორგაძეც ირიცხება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116172