ფეხბურთი

18:16 | 6.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ მბაპე ოფიციალურად წარადგინა

ფრანგულმა “პარი სენ ჟერმენმა” ახალგაზრდა თავდამსხმელი კილიან მბაპე ოფიციალურად წარადგინა. პრეზენტაცია “პარკ დე პრენსზე” გაიმართა.

მბაპემ სტადიონი დაათვალიერა და შემდგომ იქ შეკრებილ გულშემატკივრებს მიესალმა. კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ ჰელაიფმა კი ახალწვეულს 29-ნომრიანი მაისური გადასცა.

18 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ მისი მიზანია ახალი სეზონი წინაზე გაცილებით უკეთ ჩაატაროს და გუნდთან ერთად ყველა ტურნირზე წარმატებით იასპარეზოს.

კილიან მბაპე პარიზულ კლუბში “მონაკოდან” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს იჯარის წესით გადავიდა, თუმცა კლუბებს შორის ხელშეკრულება ტრანსფერის გამოსყიდვის შესაძლებლობას ითვალისწინებს და ამ პუნქტის გამოყენების შემთხვევაში, მბაპე პსჟ-ში 2021-2022 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

0.110248