ფეხბურთი

11:05 | 6.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია: "ოცნება ავისრულე"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ ავსტრიასთან შეხვედრაში ლამაზი გოლი გაიტანა. ეს ქართველი ფეხბურთელისთვის სადებიუტო გოლი იყო ქვეყნის მთავარ გუნდში. შეხვედრის შემდეგ გვილია ემოციებს ვერ მალავადა და აღნიშნა, რომ ოცნება აისრულა.

გარდა ამისა, ვაკოს თქმით, საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ კლასით არავის ჩამოუვარდება და თუ ასე გააგრძელებენ, წარმატების მიღწევაც შეუძლიათ.

„ბედნიერი ადამიანი ვარ. ეროვნულ ნაკრებში თამაშზე და გოლის გატანაზე ყოველთვის ვოცნებოდი და ახლა ეს ოცნება ავისრულე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიხარულოა, მაგრამ რომ მოგვეგო ეს უკეთესი იქნებოდა. ავსტრიას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს. იქ თამაშობენ ისეთი ფეხბურთელები როგორიც ალაბა, არნაუტოვიჩი და დრაგოვიჩი არიან. ამის მიუხედავად, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ არავისზე ნაკლები არ ვართ და კარგად თამაში შეგვიძლია. ესე თუ გავაგრძელებთ, შეგვიძლია დიდ წარმატებას მივაღწიოთ", - ციტირებს გვილიას სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რვა ტურის შემდეგ ხუთი ფრითა და სამი მარცხით D ჯგუფში მეხუთე პოზიცია უკავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117194