სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

13:23 | 6.09.2017 | ნანახია 5331 - ჯერ

შეფასებები: გაორებული გრძნობა

ზედიზედ მესამე ფრე და მთლიანობაში მეხუთე ფრე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. ეს, ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო შედეგი ერთ-ორი გამარჯვებაც რომ გვქონდეს, მაგრამ საქართველოს ნაკრები კვლავაც მოუგებელია. აქედან გამომდინარე, ცოტა არ იყოს, გაორებული გრძნობა გვიჩნდება: ვერ ვიგებთ, მაგრამ არც ვაგებთ...

და მაინც, ძალიან ბევრი ფაქტორის გამო, რთულია ვენაში ავსტრიის ნაკრების დამარცხება უცილობლივ მოსთხოვო დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს.

მწირი არჩევანი, ბევრი ტრავმირებული და ბევრი უთამაშებელი ფეხბურთელი – ასეთ ფონზე ავსტრიასთან გასვლაზე ფრე, მართლაც კარგ შედეგად უნდა ჩაითვალოს.

WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა შეფასებებს “ერნს ჰაპელზე” გამართული მატჩიდან.

გიორგი მაკარიძე 7 – ირლანდიასთან მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისი ისევ გიორგის ენდო და არც შემცდარა. მაკარიძემ რამდენჯერმე გარდაუვალი გოლისგან იხსნა საქართველოს ნაკრები. განსაკუთრებით პირველ ტაიმში ჰქონდა საქმე. გაშვებულ გოლში კი, მისი ბრალეულობა ნულის ტოლია.

ოთარ კაკაბაძე 5.5 – კაკაბაძეს ურიგოდ არ უთამაშია. თუმცა, შეტევაში ჩართვებისთვის ვერ იცლიდა, რადგან დაცვაში ბევრი საქმე ჰქონდა. მარკო არნაუტოვიჩის წინააღმდეგ გამკლავება რიგ ეპიზოდებში უჭირდა და რამდენჯერმე ვერც მოახერხა. მთლიანობაში ცუდი შეხვედრა არ ჩაუტარებია.

სოლომონ კვირკველია 5.5 – თამამად შეიძლება ითქვას, რომ გოლი, რომელიც ავსტრიამ გაიტანა, ცენტრალური მცველების უყურადღებობით გავიდა. სწორედ კვირკველიას მოვალეობა იყო, მარტინ ჰარნიკის აყვანა, როცა ავსტრიელი ფორვარდი გოლის ეპიზოდში ურტყამდა. სხვა შემთხვევებში “ლოკომოტივის” უკანახაზელი ნორმალურად ირჯებოდა, მაგრამ გოლის დროს...

გურამ კაშია 5.5 – დაახლოებით იგივე ითქმის გურამ კაშიაზეც – ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მან გოლის ავტორის, შაუბის დაფარვა ვერ მოასწრო.

გიორგი ნავალოვსკი 5.5 – ნავალოვსკიც შეცდა გოლის ეპიზოდში. ბურთი თავზე გადაევლო და ავსტრიელ შემტევს კარის გასწვრივ ადვილად ჩაწოდების საშუალება მიეცა. ამას გოლიც მოჰყვა.

ჯაბა კანკავა 5.5 – საქართველოს ნაკრებს კაპიტანი დაუბრუნდა. თუმცა, არცთუ ისე რიხიანად: პირველ ტაიმში ჯაბამ რბილად რომ ვთქვათ ცუდად ითამაშა. ეტყობოდა, რომ კარგა ხნის უთამაშებელია. მეორე ნახევარში უკეთ გაისარჯა. გოლის მომენტში კანკავას ხსენებაც შეიძლება, რადგან მცველების დაზღვევა ერთ-ერთი მისი მოვალეობა იყო.

ნიკა კვეკვესკირი 6 – კვეკვესკირი ტრადიციულად ნაკრების თამაშის მთავარი წარმმართველი და დაცვიდან ბურთის ამომტანი იყო. ისე ფეერიულად ვერ ითამაშა, როგორც ირლანდიასთან, მაგრამ მაინც დამაჯერებლად ირჯებოდა რიგ ეპიზოდებში.

ვაკო გვილია 6.5 – საქართველოს ნაკრების ერთადერთი გოლი მის ანგარიშზეა და თანაც, როგორი? – ეფექტური, ევროგოლი. კომბინაცია ჯანო ანანიძესთან და უმაღლესი დონის შესრულება გადამწყვეტი დარტყმის ჩათვლით. მეორე ტაიმში ცოტა დაღლა დაეტყო, რაც ალბათ კლუბში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობიდან გამომდინარეობდა.

ვაკო ყაზაიშვილი 5.5 – ყაზაიშვილისგან მეტს ველით, მეტიც შეუძლია. ეს არ ყოფილა ვაკოს საუკეთესო შეხვედრა, ცალსახაა.

გიორგი ქვილითაია 6 – გიორგი ტრადიციულად ბევრს იბრძოდა, მაგრამ მარტოს უჭირდა ავსტრიელ მცველებთან გამკლავება. ძირითადად უბურთოდ ყოფნამ კი, მის თამაშში ბუნებრივია, ეფექტური შტრიხები ვერ შეიტანა.

ჯანო ანანიძე 6.5 – ზედიზედ მეორე მატჩი და მეორე საგოლე გადაცემა. ჯანომ გოლში უდიდესი წვლილი დაიდო. მეტოქის შეცდომით უმალვე ისარგებლა, ვაკო გვილიასთან ჩინებული კედელი გაითამაშა და მაშინ, როდესაც, თითქოს უკეთეს პოზიციაში მყოფ ქვილითაიასკენ იკითხებოდა პასი, გვილიას დაუბრუნა – მანაც დაუფასა. იყო მომენტები, როდესაც “სპარტაკის” შემტევი თითქოს “ჩაიკარგა”, მაგრამ მთლიანობაში ჯანო ერთ-ერთი გამორჩეული იყო საკუთარი გუნდის რიგებში.

გიორგი მერებაშვილი შ.გ – მერებაშვილმა ვაკო გვილია შეცვალა, მაგრამ განკუთვნილ 20 წუთში ბევრი ვერაფერი მოასწრო.

ვლადიმერ დვალიშვილი შ.გ – დვალიშვილი თამაშში 88-ე წუთზე ჩაერთო და შეფასებაც ძალიან რთულია.

დავით ხოჭოლავა შ.გ – ანალოგიურის თქმა შეგვიძლია დავით ხოჭოლავაზეც, რომელმაც მატჩის უკანასკნელ წუთებში დაცვის ხაზი გაამაგრა.

ვლადიმირ ვაისი 6 – ვერ ვიგებთ, მაგრამ არც ვაგებთ. შევთანხმდეთ, რომ ეს კარგი არაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დღეს ავსტრიის ნაკრების დამარცხება მისსავე მოედანზე ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდისთვის აუცილებლად მოსათხოვი ვერ იქნებოდა. ერთი ეგაა, რომ სწრაფი გოლის შემდეგ გუნდმა დაცვისკენ ზედმეტად გაიხედა. ალბათ, ამ მონზახაზში სლოვაკი შეცდა, მაგრამ ქულა მაინც მოიპოვა. გარდა ამისა, უკვე ყბადაღებულ თემად იქცა ცვლილებები – გიორგი არაბიძეს თამაშის საშუალება არ მიეცა და ამასთან, ბოლო ორი ცვლილება საკმაოდ დაუგვიანდა. თუმცა ვაისმა შიდა სამზარეულო რა თქმა უნდა, ჩვენზე უკეთ იცის და ალბათ, ფეხბურთელთა მომზადება სხვანაირად მოქცევის შანსს არ უტოვებდა. ფაქტია ისიც, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრები თანამედროვე ფეხბურთის თამაშს ახერხებს.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (23)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:36 | 07.09.2017
LApaata (161)

მწვრთნელი ფასდება მოპოვებული ტიტულებით ან ჩვენ შემთხვევაში თუნდაც მოპოვებული ქულებით, რადგანც მე მათ მივეკუთვნები ვინც თავიდანვე ილუზიებში არ იყვნენ, რომ ჩვენი გუნდი ჯგუფიდან გავიდოდა. მინდოდა მებრძოლი გუნდი ჩამოეყალიბებინა ვაისს, რომელიც შემდეგში პრეტეზიას განაცხადებდა ჯგუფიდან გასვლაზე. ასე თუ ისე წინსვლა რა თქმა უნდა ნაკრებს აქვს თამაშის ხარისხით. მაგრამ ამაში მე პირადად ვერ ვხედავ ვაისის დიდი როლს. ვიმეორებ ნაკრების ეს ბირთვი უკვე კაი ხანია ერთად თამაშობენ და შეთამაშებაც მეტ წილად ამის ბრალია. მე ვაისის მოპოვებული ქულები არ მახსოვს, რომ გარდატეხა შეეტანოს თამაში. გამონაკლისი ავსტრიასთან თბილიში რომელიც მაინც წავაგეთ, მარა გარდატეხა ისევ თავისი დაშვებული უვიცობა გამოასწორა. დაკარგული ქულები მისი შიშით გამოწვეული საკმაოდ ბევრია. ვაისით შორს ვერ გავფრინდებით.

22:44 | 06.09.2017
BEERTRANCE (94367)

ლუქსემბურგი საიდან ქაჩავს 1?

18:03 | 06.09.2017
Despe (2698)

ავსტრიელის მეტი ყველა ცხოვრობს და რა გაგიკვირდათ ცარიელი ტრიბუნები...

17:52 | 06.09.2017
guria79 (113)

კაკაბაძეს 5.5 ? ვინ აფასებთ მწვრთნელებს კითხეთ აზრი მინიმუმ 6.5 საუკეთესო იყო ერთ-ერთი

17:27 | 06.09.2017
miligarx (30)

რა პროგრესზე ლაპარაკობთ როდესმე გახსოვთ საქართველოს ერთი თამაში მაინც არ მოეგოს შესარჩევზე?ან რომელ სიკვდილის ჯგუფში ჩვენ მოვხვდით რომ ესეთ კომენტარებს აკეთებთ ევროპაში ყველაზე სუსტი ჯგუფი შეგვხვდა მემგონი ჩვენ ესპანეთი,იტალია,გერმანია ჰოლანდია,პორტუგალია,ინგლისი თუ საფრანგეთი რო შეგვხვედროდა და სახლში ფრე გვეთამაშა ან გასვლაზე მაშინ რაღაცას იტყოდა კაცი კიდე მარა მოლდოვასთან რომ ესე ჩაისვრი ირლანდიასთან და ავსტრიასთან რაღა პროგრესზე უნდა ვილაპარაკოთ.მაგათზე სუსტი სასომხეთი და გიბრალტარი თუ შეგვხვდება ჯგუფში თორე სხვა არ არის და თქვენ რაგაც პროგრეს ახსენებთ.ან ეს ვაისი საიდან მოათრიეს ვაბშე ან დვალიშვილს რა უნდა ნაკრებში ან რა შეცვლები გააკეთა ვაბშე ფეხბურთს ტელევიზორში მაინც თუ უყურებს ვაი ჩვენ ფედერაციას და ქართულ ფეხბურთს

17:26 | 06.09.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

ლუქსემბურგმა 4 დღის ინტერვალში ჯერ ბელარუსს მოუგო, მერე ფრანგებს სტუმრად ფრე ეთამაშა. ანუ ჩვენზე კაი კვირა გამოუვიდა. სად თამაშობენ ლუქსემბურგელი ფეხბურთელები ? ვითომ კარგ გუნდებში ?
კარგით რაა, ყველაფერი ხდება და ისტორიაში პირველად ზედიზედ ორი თამაში საშუალო გუნდებთან არ წავაგეთ. თან გაგვიმართლა, იმიტომ რომ გატანილი გოლების გარდა რეალური მომენტები არც გვქონია. დაიხვევენ ეხლა ხელზე, ირლანდიასთან რომ ტერიტორიული უპირატესობა გვქონდა და ბურთს ვფლობდით...

17:22 | 06.09.2017
ეშლი იანგი (6232)

გაშვებული გოლზე იმენა ძაან მწყდება გოლი. იმენა გოლი ვაჩუქეთ პაჩტი ასე გამოდის

17:17 | 06.09.2017
cameleoni (248)

მაქსიმუმს დებს ვაისი იმ ფეხბურთელებით რაც გვყავს... არცერთი ფეხბურთელი არ თამაშობს ნორმალურ კლუბში, კარგ კლიბს ვინ ჩივის სადაც არიან იქაც ზამენაზე სხედან. ბოლოზე რომ არ ვართ ჩემი აზრით ეგეც შედეგია. რეალობა ასეთია და ზოგი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაზეა მხოლოდ თანახმა, ფინალში წაგებას ვერ შეეგუება

17:09 | 06.09.2017
deqstera_best_7 (1670)

მოდით ლოგიკურად თქვით როგორც საქართველოს გულშემატკივარმა კი არა ნეიტრალური პოზიციიდან, ვთქვათ ხართ ესტონელი ან ალბანელი... გადახედეთ შემადგენლობებს და დაახლოებით იცი ორივე გუნდის შემადგენლობები ვინ რას თამაშობს ვის მიიჩნევდით ამ თამაშებში ფავორიტად და ვისი ვერმოგება გაგიკვირდებოდათ?

რისი თქმა მინდა ობიექტურად რო ვთქვათ ავსტრია-ირლანდია-უელსი-სერბეთი ოთხივე მათგანს ყავს ჩვენზე კარგი შემადგენლობა, ოთხივე ზემოთ ნახსენები ნაკრების ფეხბურთელები თამაშობენ უკეთეს კლუბებში, უკეთეს ჩემპიონატებში და უმრავლესობას მაინც აქვს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა... დღეს გამოძახებული ფეხბურთელებიდან ყველაზე დიდი იმედი ზოგს არაბიძის ქონდა(ანანიძის მერე მაინც), მაგრად ვბალეშჩიკობ და ნეტა მართლა ბევრს მიაღწიოს(არაბიძის ტოლები და მასზე პატარები არიან მბაპე, რეშფორდი), მაგრამ თამაში თავის თავზე უნდა აეღო ფეხბურთელს რომელიც შახტარის დუბლებშია და სამი წლის მანძილზე ჯამში ძირითად შემადგენლობაში ზამენიდან 3ჯერ შევიდა და ჯამში 90 წუთი გამოსდის ნათამაშები....

12:43 | 07.09.2017
shalva (2493)

ეგრე 100% გეთანხმები არნაუტოვიჩის დონისაც არ გვყავს არავინ, ალაბა ბეილი და კიდე რამდენის ჩამოთვლა შეიძლება. ჩვენ რომ ბეილისნაირი გვყავდეს ერთი ფეხბურთელი მსოფლიოჩემპიონობას მოვითხოვდით.

10:21 | 07.09.2017
LApaata (161)

მეგობარო შენ დაახლოვებით იგივეს ამბობ რასაც ქეცბაია ამბობდა..არა მგონია დაგავიწყდა ლატვია ევროპაზე, ისლანდია ევროპაზე, ისლანდია ევროპაზე, ერთ ნაბიჯში იყვნენ სომხებიც და თუნდაც იგივე სლოვენია და სლოვაკეთის წარმატებები რომლებიც ბევრად არ ეღემატებიან ჩვენებს.

10:42 | 07.09.2017
Levan911 (2153)

საიდან მოიტანე რო სლოვენია და სლოვაკეთი არ აღემატებიან ჩვენებს? მაგათთან ფეხბურთი ბევრად მასობრივია. პლუს ინფრასტრუქტურაც უკეთესი, სპეციალისტები უკეთესი და ევროპული პასპორტი. ისლანდიაც კი ფეხბურთში ჩენზე მეტს ხარჯავს ლამის 15 წელია.

10:22 | 07.09.2017
LApaata (161)

უკაცრავა ისლანდია 2 ჯერ დამიწერია ალბანეთი უნდა იყოს

16:54 | 06.09.2017
shakooo7 (2169)

კაკაბაძეზე 5.5 ცოტაა უკეთ ითამაშა

16:40 | 06.09.2017
shalva (2493)

შეფასებებს რომ წერთ გადაახვით მატჩი და ნახეთ ვინ როგორ მოქმედებდა კანკავასთვის 5.5 ბევრია, რაც მაგან ბურთი კარგა და არასწრი პასები აკეთა, პლიუს წართევაზეც ძალიან სუსტად თამაშობდა, ერთადერთი ვაკოს მისცა ნორმალური პასი და მორჩა.

15:48 | 06.09.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

იქნებ სამხრეთ ამერიკის შესარჩევზეც დაგეწერათ რამე. მსოფლიო ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტი (ჩემი აზრითაც DDD) ვენესუელასაც რომ ვერ უგებს სახლში DDDDDDD

16:33 | 06.09.2017
ოგრეიდი (48)

სამაგიეროდ ბრაზილიაზე ქონდა სტატიას მგზნებარე სათაური" ბრაზილიამ კოლუმბიას ვერ აჯობა" თითქოს ბრაზლია მაგ ფრით ჩარჩა დდდof

15:44 | 06.09.2017
LApaata (161)

არა მგონია რომ ასეთი მშიშარა ვაისი მომავალში გამბედავი გახდეს, რა თქმა უნდა ნაკრებმა თამაში გამოასწორა მარა ეს საკმარისი არა. თამაშის გამასწორება კიდევ იმანაც განაპირობა რომ გუნდი ამ შემადგენლობით უკვე კაი ხანია თამაშობენ და გინდა არ გინდა თამაში უკეთესი უნდა გახდეს შეთამაშების გამო და თანაც წლოვანებაც ხომ ემატებათ გამოცდილებასთან ერთად. ასე რომ ასეთი კურდღელი მწვრთნელით არა მგონია შორს წავიდეთ

23:08 | 06.09.2017
O. Mertskhali (904)

+

15:35 | 06.09.2017
lashamax (555)

დაასახელეთ თამასი სადაც ამ მწვრტნნელმა თამასი შემოატრიალა, შეცვლები გამოიცნო.
შედეგზე აღარ ვლაპარაკობ, თამასი არ მოუგია ჯერ

14:30 | 06.09.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

იტოგში, ვაისი დასატოვებელია რა. მზე და მთვარე არ ამომდის მასზე, მაგრამ რაც არი ეგ არი - ყველაფერში ჩაიხედა, ყველაფერში გაერკვა (იმედია). თან ევროპის შესარჩევზე ორი პირდაპირ გავა და მესამე პლეიოფიდან, ვნახოთ იქნებ ჩვენს ქუჩაზეც ჩაიაროს პარადმა და მესამეზე მაინც გავიდეთ.
მაგრამ ფაქტია, რომ მშიშარაა. ბევრ გადაწყვეტილებაზე შეეტყო ამ ციკლში ეს.

15:39 | 06.09.2017
LApaata (161)

კი მაგარი მშიშარაა ვაისი, ავსტრიასთან სახლში, მოლდავასთან სხლში, ავსტრიასთან ვენში და ესეც დაახლოვებით 5 დაკარგული ქულა, ავსტრიასთან მინიმუმ ფრე 1ქ. მოლდოვასთან მოგვებული კიდევ 2ქ იქნებოდა და ახლაც შეიძლებოდა მოგება 2ქ. ნაცვლად 5ქ შეიძლებოდა 10ქ გვქონოდა და ცოტა რაღაცას დავემსგავსებოდით.

15:34 | 06.09.2017
lashamax (555)

ხოდა აბა რაღატომ არის დასატოვებელი?
ეგ კაცი აქ არ არის შედეგის დასადებად ჩამოსული.
ფულის შოვნა მთავარი მიზანი

14:19 | 06.09.2017
მადრიდისტა (16990)

ესეთი უფერული ტამაში პიველ რიგში ვაისის და მისი არასწორი ტაქტიკის ბრალია...რა ვაკოს ბრალია რომ ფლანგზე ვერ ირჯება ეს მწვრთნელის უდიდესი შეცდომაა დააყენე იქ სადაც სასარგრბლოა ან სულაც არ ათამაშო და თუ მხოლოდ იმიტომ ათამაშებ რომ კრიტიკის გეშინაი და ვერც სხვას უტეხავ და ვერ ეუბნები უარს თამაშზე და ამის გამო ვაკოს წირავ მწვრთნელი კი არა მთხლე ყოფილხარ ხოგორც მთლიანად ფედერაცია და ქართული ფეხბურთი...

13:58 | 06.09.2017
სავაშა__ (6256)

რაც შეეხება გაშვებულ გოლს, არანაირად არ არის ერთი პროცენტითაც კი ნავალოვსკის ბრალი. ვერ მიწვდა ბურთს და სიმაღლეში ვერ გაიზრდებოდა, რა უნდა ექნა აი კაშია და კვირკველია იმენა ეზოს დონე იყო. ჯერ პირველი ხო დაარტყმევინეს, მეკარემ აიღო და მერე დამატებაზეც დაარტყმევინეს, არსად არ ხდება ეს, არსააააააააააად!

13:55 | 06.09.2017
სავაშა__ (6256)

ცალ ცალკე ორივე ნორმალური მცველია, კაშიაც და კვირკველიაც - მაგრამ... უკვე რამდენიხანია ერთად თამაშობენ მაგრამ ვერ უგებენ ერთმანეთს. მგონი სჯობს რომელიმემ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლოს და ტაბიძეს მიეცეს შანსი რამოდენიმე თამაში. შევხედოთ, იქნებ უკეთესი გახდეს დაცვის ხაზი ისეთ იდიოტობებს აკეთებენ კაშია და კვირკველია მეცინება ხოლმე გუშინ სასაცილოც აღარ იყო. 11 კაცით უკან ვიყავით და საჯარიმოს ხაზთან ყველა პასი გადიოდა და ყველა პასისგან ხიფათი იქმნებოდა, როგორ ახერხებდნენ პროსტა გაუგებარიაააააა

23:11 | 06.09.2017
O. Mertskhali (904)

გეთანხმები, რაღაც შესაცვლელია, მარა ეს ტაბიძე ამათზე მინიმუმ 2-ჯერ უარესია, ჯერჯერობით...

13:53 | 06.09.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

თვალში მხვდება ასეთი კომენტარები - რომ ამ გუნდით მეტს რას ველოდით, რომ ჩვენზე უკეთესი შემადგენლობის მქონე ირლანდია-ავსტრიას ფრე ვეთამაშეთ და ადრე ესეც საოცნებო გვქონდა...
მოლდოვაც ჩვენზე უკეთესი გუნდია ? ფეხბურთელების დონით გვჯობია თუ რეიტინგით ? თუ თქვენი აზრით ჯგუფის ლიდერებს კარგად ვეთამაშეთ, მოლდოველებთან ხო მაინც უნდა მოგვეგო თუნდაც ერთი კინკილა შეხვედრა ?
ამასობაში შესარჩევს მოუგებლად ვამთავრებთ და რა კარგია ვაისიო DDDDD ვიიიიიშ !!! DDDDDDDD

13:51 | 06.09.2017
Dimitriusi GV@rdiol@ (774)

კვირკველია მაგარ რეგრესშია სამწუხაროდ)
ორივე თამაშში მაგარი შეცდომები უშვა

13:50 | 06.09.2017
sisva (1243)

გამარჯობათ
აშკარად გამოასწორა ნაკრებმა თამაში და მისასალმებელია ეს ფაქტი... ირლანდიასთან სახლში ვთამაშობდიით და ამ ფაქტორის დახმარებით მეტად ვდომინირებდიით თამაშში... ხოლოო ავტრიასთან რომელსაც ძალიან ჭირდებოდა მოგება, გასვლაზეეც იგივე მოვთხოვოთ ჯერ-ჯერობით გუნდს ეს გადაჭარბებულად მიმაჩნია, შესანიშნავი შედეგი დაიდოო გუშინ, რა მოგებაა??? გადახედეთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები, და ჩვენებმაც ხომ ეხლახანს გააუმჯობესეს თამაში, ეგრევეე ავსტრია გასვლაზეე გავამწაროოთ )) ცოტაა ნამეტანიაა ჯერ ჩემი აზრიით... 6 ოქტომბერს უელსთან ბევრი ხალხი მოვა სტადიონზე და ეხლაა მთავარია სტაბილურობა შეინარჩუნონ ბიჭებმა და იმ მოსულს ქომაგს არ გაუწბილოონ იმედები... კარგია ბიჭებო ასე გააგრძელეთ, ფედერაციის მუშაობაც მომწონს და იმედია კიდევ მოუმატებენ და სასიკეთოდ შეიცვლებაა ქართული ფეხბურთის მდგომარეობა... პირველ რიგში უნდაა მოხერხდეეს დაა ბევრიიიი ბავშვიი უნდაა დაიოდეეს ფეხბურთზეეე, განსაკუთრებიით რეგიონებია მისახედიიი...

13:35 | 06.09.2017
jermiza (152)

გაშვებულ გოლში პირველი და ყველაზე დიდი წვლილი ნავალოვსკის მიუძღვის, მერე ჯანოც იქვე იყო და საერთოდ გაჩერდა, მაგივრად იმისა რომ გაყოლოდა და ნავალოვსკი დაეზღვია. რაც შეეხება კვირკველიას და კაშიას, სახეში მოხვედრილი ბურთის შემდგომი მოგერიება ეს იქნებოდა ფანტასტიკის დონე. ამ მომენტისათვის ვერც ჯანო დარბოდა და ვერც ნავალოვსკი აი ესაა მიზეზი.

13:29 | 06.09.2017
lagashi (1644)

მგონი ვაკო ყაზ. ცოტა უკეთეს შეფასებას იმსახურებს

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.126387