თამაშგარე

20:03 | 5.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

უსაინ ბოლტი გვარიანად გამოთვრა

მსოფლიო სპორტის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა, ჩვენი დროის ნამდვილმა ლეგენდამ, მორბენალმა უსაინ ბილტმა ცოტა ხნის წინ სპორტული კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო და ეს არცთუ საამო სიახლე დაგვეთანხმებით, რომ 2017 წლის სპორტული ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ამბავია.

მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარულ იამაიკელ მორბენალს ალკოჰოლური სასმელები სპორტული კარიერის მიმდინარეობისას არასოდეს იზიდავდა, ბევრისთვის მოულოდნელად, უწარმატებულესი სპორტული კარიერის დასრულება ბოლტმა მეგობრებთან ერთად ბარში აღნიშნა და იქ ამბავი მოხდა, დედა შვილს რომ არ აიყვანდა ხელში....

როგორც ლონდონური ბარის მეპატრონემ აღნიშნა, უსაინმა და მისმა მეგობრებმა აურაცხელი შამპანური, ვისკი, ლუდი, კონიაკი და არაყი დალიეს. თავად უსაინი კონიაკით გამოთვრა და როგორც ჭეშმარიტ მასპინძელს შეჰფერის, სტუმრებს სულ ძალით ასმევდა სასმელს. ბოლოს ერთი კაი იამაიკური სიმღერასც შემოსძახა და სასტუმრომდე ძლივს მიათრია თავისი ზორბა სხეული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130969