სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

15:48 | 4.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ახალი ტურნირის დაბადება
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

დაახლოებით ერთი კვირის წინ, ლაგოდეხში საქართველოსათვის სპორტის სრულიად ახალ სახეობებში - პარკურსა და ფრირანში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ეს შეჯიბრება ეძღვნება ახალგაზრდა ტრეისერს, ცოტნე ცქიტიშვილს, რომელიც ორი თვის წინ თბილისის ზღვაში დაიხრჩო.

ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი ორმოცდაათამდე ტრეისერმა გამოთქვა. ისინი ლაგოდეხში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩავიდნენ და ირას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბანაკდნენ. აი ასე, ყოველგვარი ზარზეიმის გარეშე ჩატარდა ტურნირი, რომელმაც მომავალში შეიძლება ტრადიციის სახეც კი მიიღოს.

პარკურსა და ფრირანში საქართველოს ჩემპიონატი ორ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართა. ერთმანეთს 12-16 წლამდე მოზარდები და 16 წელს ზემოთ ასაკის ტრეისერები შეეჯიბრნენ. მათი გამოსვლა ჟიურიმ შეაფასა და ჟიურის ყველა წევრი აღნიშნავდა, რომ ტურნირისათვის ტრაგიკულად გარდაცვლილი ცოტნე ცქიტიშვილის სახელის მინიჭებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

“ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ამ ყველაფრით და ჩემთვის დიდი პატივი და რთული იყო ჟიურიში ჯდომა, რადგან ვაღიარებ, მონაწილეების გამოსვლის მხრივ რაც ვნახე, მასზე დაბალ დონეს ველოდი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ემოციას ვეღარ ვმალავდით სამივე ჟიურის წევრი, მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ვიდექით ბედნიერები ფეხზე და მონაწილეებს ტაშს ვუკრავდით. ძალიან მაღალი დონის გამოსვლები იყო და კიდევ, ყველა იმ კომპანიასა და ადამიანს დიდ მადლობას ვუხდი, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ჩემპიონატის ჩატარებაში. ბედნიერი ვარ ასეთი ახალი თაობით“ - სიამაყით ამბობდა ტურნირის ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ლაშა ჯავახიშვილი.

ამ ისტორიული შეჯიბრების ორგანიზატორია პარკურისა და ფრირანის ფედერაცია იყო, რომელიც სულ ახალახანს შეიქმნა და როგორც იტყვიან, პირველ ნაბიჯებს დგამს. ჩემპიონატის ჩატარება შესაძლებელი გახდა ქალაქ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით. ცენტრმა გამოყო სახსრები საპრიზო საჩუქრებისთვის და კარვები დროებითი ბანაკის მოსაწყობად.

ალბათ მაინც გამორჩეულად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გარდაცვლილი ცოტნე ცქიტიშვილის ოჯახმა დააწესა სპეციალური პრიზები მოზარდი ტრეისერების ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვებულთათვის. ეს ადამიანები მიუხედავად ცოტნეს ტრაგიკულად დაღუპვისა, სპორტის აღნიშნულ სახეობას ბოლომდე უჭერენ მხარს და იმედი აქვთ, რომ საქართველოში სპორტი და ზოგადად მოზარდების ცხოვრება დაცული გახდება და ცოტნეს ბედს ჩვენი საუკეთესო ახალგაზრდები აღარასოდეს გაიზიარებენ..

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.115994
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X