თამაშგარე

17:20 | 4.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვონისა და ვუდსის ამბები მსოფლიომ გაიგო

დიდად ბინძური და საზარელი ამბავი დამართეს ჰაკერებმა ცნობილ ამერიკელ მოთხილამურე ქალს, ლინდსი ვონსა და ლეგენდარულ მეგოლფე ტაიგერ ვუდსს. ლინდსის ტელეფონიდან მავან ჰაკერს პირატულად მოუპარავს ვონისა და ვუდსის “ბღლარძუნისა“ და მტლაშა-მტლუშის ამსახველი ფოტოები და ინტერნეტში გამოუდვია.

ახლა მთელი სპორტული და ბღლარძუნისმოყვარე მსოფლიო ამ ფოტოების გარჩევაშია და არის ერთი ხითხითი, ქირქილი და თვალების პარპალი. თავიდან ლინდსი ვონი იძახდა, ეს ფოტოები სრული სიყალბეაო, მაგრამ რაკი ამ წყვილის ტრფიალების ამბავი საყოველთაოდაა ცნობილი, ბულვარულ მედიას დააჯერებ ამას?

როგორც ცნობილია, ლინდსი ვონი და ტაიგერ ვუდსი ახლა კი არა, 2013 წლიდან “ჩაუქობდნენ“ და ამაში დასამალი კაცმა რომ თქვას არც არაფერი იყო. მაგრამ, სულ სხვა საქმეა, როდესაც ცა მოწმენდილზე მავანი ჰაკერი მთელს მსოფლიოს ამცნობს, თუ როგორია შენი “სულიერი სამყარო“.

0.124523