ტაილანდის ქალაქ ბურირამის ავტოდრომზე, TCR-ის საერთაშორისო სერიის მე-8 ეტაპის ორი რბოლა გაიმართა. ქართულ-იტალიურ გუნდ „GE-ფორსს“ მასზე არცთუ ურიგო შედეგი ჰქონდა, თუმცა არ გაუმართლა დავით ქაჯაიას, რომელმაც ტექნიკის დაზიანების გამო, პირველი რბოლა ბოლო რიგიდან დაიწყო, მეორე კი ვერ დაასრულა.
სამაგიეროდ, ორივე რბოლა დაასრულა დუშან ბორკოვიჩმა, რომელმაც პირველ რბოლაში, რომელიც მე-13 პოზიციიდან დაიწყო, ბრძოლით მოიპოვა მეორე ადგილი, მეორეში კი მე-6 ადგილს დასჯერდა და ამჯერადაც არაერთი მეტოქე, მათ შორის, სახელოვანი რობ ჰაფიც ჩამოიტოვა.
„GE-ფორსის“ პილოტებისთვის ბურირამის ეტაპი საკმაოდ კარგად დაიწყო - მეორე თავისუფალ პრაქტრიკაზე დათას და ბორკოვიჩს შესაბამისად, პირველი და მეორე შედეგი ჰქონდათ. ორივემ კვალიფიკაციის პირველ ნაწილში საუკეთესო ათეულში შესვლა შეძლო, თუმცა ბორკოვიჩს მეორე ნაწილში გამოსვლის უფლება არ მიეცა, რადგან პირველის დასასრულს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მისი მანქანა მექანიკოსებმა წესების დარღვევით შეაგორეს პიტლეინზე. საბოლოოდ, სერბ მრბოლს მე-13 ადგილი ერგო და ორივე რბოლა სწორედ ამ პოზიციიდან დაიწყო.
დათამ მეცხრე დრო აჩვენა და მეორე ნაწილის დასაწყისშივე, საუკეთესო დრო - 1:43.078 დააფიქსირა, მაგრამ ტრასის ლიმიტის დარღვევის გამო, სტიუარდებმა ეს დრო გაუუქმეს. მეორე სწრაფი წრის გავლა კი ქართველმა მრბოლმა ვერ შეძლო - მის „ალფა რომეო ჯულიეტაზე“ ძრავი დაზიანდა (დგუში დაიმტვრა). ტრასაზე ზეთი დაიღვარა, რის გამოც, რბოლა მცირე ხნით შეწყდა. საბოლოოდ, საუკეთესო დრო - 1:43.093 სლოვაკმა მატ’ო ჰომოლამ აჩვენა და პოულ პოზიციასაც ის დაეუფლა.
საუკეთესო დროის მიუხედავად, დათას კვალიფიკაციის მეორე ნაწილში სწრაფი დრო არ დაუფიქსირდა, რის გამოც მე-12 ადგილი ერგო. თუმცა იმის გამო, რომ მის მანქანაზე ძრავი გახდა გამოსაცვლელი, სტუარდებმა კი მომხდარი ფორს მაჟორულ სიტუაციად არ ჩათვალეს, პირველ რბოლაში ქართველს ბოლო რიგიდან სტარტის აღებამ მოუწია.
დათამ პირველი რბოლა კარგად დაიწყო და რამდნმე მეტოქის ჩამოტოვება შეძლო, მაგრამ ეს თავდადება მხოლოდ მერვე ადგილისთვის სამყოფი აღმოჩნდა. კარგი ისაა, რომ ტექნიკამ მას თუნდაც ამ რბოლის დასრულების საშუალება მისცა. მეორეს მიწურულს კი, რომელშიც კარგა ხანს ჰაფს ედგა კვალში, ისევ ძრავის გამო (ამჯერად წყალი აუდუღდა), ასპარეზობას ფინიშამდე სამი წრით ადრე გამოეთიშა. ამ დროს ის მე-10 ადგილზე იმყოფებოდა. ბორკოვოჩი ამჯერად ფინიშთან მე-6 მივიდა.
პირველი რბოლა უნგრელი ნორბერტ მიხელისის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მატ’ო ჰომოლას უიღბლობით (ბორბალი გაუსკდა) ისარგებლა. ჰომოლასთვის ეს ზედიზედ მეორე მსგავსი შემთხვევაა - გერმანიაში ის ასევე ბოლო წრეზე გამოეთიშა მეორე რბოლას, რომელსაც იგებდა. მისგან განსხვავებით, მიხელისს გაუმართლა - ტაილანდში მისი გამოსვლა არც იგეგმებოდა, მაგრამ იქ ტრავმის გამგზავრება ვერ შეძლო „მირა რეისინგის“ იტალიელმა რობერტო კოლჩაგომ, რომელიც და გუნდმა სწორედ მიხელისით შეცვალა. მისთვის ეს TCR-ის საერთაშორისო სერიაში მოპოვებული პირველი გამარჯვებაა.
ასევე პირველი გამარჯვება იზეიმა ფრანგმა ორელიან პანისმა, რომელმაც მეორე რბოლა, რევერსის წესის წყალობით, პოულიდან დაიწყო და სტარტიდან ფინიშამდე წინ არავინ გაუშვია. მეორე ადგილი კი იტალიელმა ჯაკომო ალტოემ დაიკავა, ვინც ტაილანდური ეტაპის წინ, „ვესტ ქოუსტის“ „ფოლკსვაგენ გოლფი“ „მირა რეისინგის“ „ჰონდაზე“ გაცვალა და იხეირა კიდეც.
ტაილანდური ეტაპის შემდგ, ერთპიროვნული ლიდერი გახდა უნგრელი თინეიჯერი ატილა ტაში, რომელმაც რბოლები მე-3 და მე-4 ადგილებზე დაასრულა. 8 ეტაპის შემდეგ მას 179 ქულა აქვს და 3 ქულას უგებს ფრანგ ჟან-კარლ ვერნეის, რომელთან ერთადაც, ტაილანდამდე ლიდერობას იყოფდა.
TCR-ის საერთაშორისო სერიის მე-9 ეტაპს ჟეძიანის ავტოდრომი უმასპინძლებს, რომელიც შანჰაიდან სამხრეთით, 200 კილომეტრში არსებულ ქალაქ შაოსინში (მოსახლეობა 5 მილიონი) მდებარეობს.
TCR-ის საერთაშორისო სერია, მე-8 ეტაპი
ბურირამი (ტაილანდი), ჩანგის საერთაშორისო წრე
რბოლა 1, 14 წრე
- ნორბერტ მიხელისი (უნგრეთი, ჰონდა) 24:44.820
- დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, ალფა რომეო) +3.769
- ატილა ტაში (უნგრეთი, ჰონდა) 5.923
- ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 6.211
- რობ ჰაფი (ბრიტანეთი, ფოლკსვაგენი) 6.428
- ჯაკომო ალტოე (იტალია, ჰონდა) 7.358
- სტეფანო კომინი (შვეიცარია, აუდი) 10.610
- დავით ქაჯაია (საქართველო, ალფა რომეო) 11.142
- დანიელ ლოიდი (ბრიტანეთი, სეატი) 14.196
- ჯანი მორბიდელი (იტალია, ფოლკსვაგენი) 15.050
- ფრედერიკ ვერვიში (ბელგია, აუდი) 16.646
- კანტადჰეე კუსირი (ტაილანდი, ფოლკსვაგენი) 17.143
- დანკან ინდი (აშშ, სეატი) 19.316
- მუნკონ სატჰიენთირაკული (ტაილანდი, ოპელი) 22.733
- ჩარია ნუია (ტაილანდი, ჰონდა) 26.322
- ნატანიდ ლევატანვარაგული (ტაილანდი, სეატი) 29.542
- რატანინ ლენუტაფონგი (ტაილანდი, სეატი) 42.071
- ნატაჩაკ ჰანჯიტკასენი (ტაილანდი, ჰონდა) 42.445
- ორელიან პანისი (საფრანგეთი, ჰონდა) 54.267
- დაგლას ხო ჰუი (მალაიზია, სეატი) 1:46.431
- პეპე ორიოლა (ესპანთი, სეატი) 1 წრე
- მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, ოპელი) 2 წრე
- პასარიტ პრომსომბატი (ტაილანდი, სეატი) 2 წრე
- ჯეიმს ნაში (ბრიტანეთი, სეატი) 7 წრე
ბურირამი (ტაილანდი), რბოლა 2, 14 წრე
- ორელიან პანისი (საფრანგეთი, ჰონდა) 24:34.503
- ჯაკომო ალტოე (იტალია, ჰონდა) +1.274
- სტეფანო კომინი (შვეიცარია, აუდი) 6.120
- ატილა ტაში (უნგრეთი, ჰონდა) 7.994
- ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 9.414
- დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, ალფა რომეო) 12.632
- ჯეიმს ნაში (ბრიტანეთი, სეატი) 13.369
- რობ ჰაფი (ბრიტანეთი, ფოლკსვაგენი) 13.861
- მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, ოპელი) 18.084
- კანტადჰეე კუსირი (ტაილანდი, ფოლკსვაგენი) 18.830
- დანიელ ლოიდი (ბრიტანეთი, სეატი) 20.555
- მუნკონ სატჰიენთირაკული (ტაილანდი, ოპელი) 21.357
- ჯანი მორბიდელი (იტალია, ფოლკსვაგენი) 22.946
- ფრედერიკ ვერვიში (ბელგია, აუდი) 30.660
- დანკან ინდი (აშშ, სეატი) 31.425
- ჩარია ნუია (ტაილანდი, ჰონდა) 35.585
- ნატანიდ ლევატანვარაგული (ტაილანდი, სეატი) 36.363
- პასარიტ პრომსომბატი (ტაილანდი, სეატი) 48.076
- რატანინ ლენუტაფონგი (ტაილანდი, სეატი) 49.369
- ნატაჩაკ ჰანჯიტკასენი (ტაილანდი, ჰონდა) 54.333
- დაგლას ხო ჰუი (მალაიზია, სეატი) 1:38.064
- ნორბერტ მიხელისი (უნგრეთი, ჰონდა) 1 წრე
- დავით ქაჯაია (საქართველო, ალფა რომეო) 3 წრე
- პეპე ორიოლა (ესპანთი, სეატი) სტარტის გარეშე
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ატილა ტაში - 179 ქულა; 2. ჟან-კარლ ვერნეი - 177; 3. სტეფანო კომინი - 165; 4. რობერტო კოლჩაგო (იტალია, ჰონდა); 5. პეპე ორიოლა - 110; 6. დუშან ბორკოვიჩი - 108; 7. ჯეიმს ნაში - 96; 8. ჯანი მორბიდელი - 78; 9. მატ’ო ჰომოლა - 76; 10. დავით ქაჯაია - 65; 11. ჯაკომო ალტოე - 63; 12. ფრედერიკ ვერვიში - 62; 13. ნორბერტ მიხელისი - 59; 14. რობ ჰაფი - 58; 15. დანიელ ლოიდი - 49...