სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ძიუდო

20:22 | 2.09.2017 | ნანახია 3946 - ჯერ

გურამ თუშიშვილი რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა (+VIDEO)

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა. 22 წლის ქართველი მძიმეწონოსანი რეპეშაჟის ფინალში მონღოლ ნაიდან ტუვშინბაიართან დამარცხდა.

ძირითად ბადეში თუშიშვილმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა. სამხრეთკორეელი სუნგ მინ კიმის, კუბელი ალექს გარსია მენდოზასა და ავსტრიელი დანიელ ალერშტოფერის ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში მსოფლიოს 8-გზის ჩემპიონთან – ფრანგ ტედი რინერთან დაძაბულ ბრძოლაში, "ოქროს დროში” დამარცხდა.

მძიმე წონაში დღეს საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში ევროპის 2015 წლის ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილიც ჩაერთო, მაგრამ ძირითად ბადეში მეოთხედფინალში დამარცხდა, ხოლო შემდეგ, რეპეშაჟის ნახევარფინალშიც წააგო და საბოლოოდ მე-7 ადგილს დასჯერდა. ქალთა ნაკრების მძიმეწონოსანი ელენე ქებაძე კი ჩემპიონატს პირველივე წრიდან გამოეთიშა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს 2017 წლის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა. ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და უშანგი მარგიანი (90 კგ) ბრინჯაოს დაეუფლნენ. ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) კი ფინალში წააგო და პოდიუმის მეორე საფეხურზე ავიდა.

სეზონის უმთავრესი შეჯიბრება ხვალ, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატით დაგვირგვინდება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:41 | 03.09.2017
მადრიდისტა (16990)

გუნდურში გაგვიჩალიჩეს ბოზ... რუსეთი ჩვენ ჯგუფში ჩასვევს...

09:12 | 03.09.2017
tiko (4874)

რინერს ძალიან ბევრი ემოცია და ძალა შეალია , სამწუხაროდ უმედლოდ დარჩა თუში, არაუშავს მთავარია მოინდომოს და წინ კიდე ბევრი ტურნირია

08:47 | 03.09.2017
lagashi (1644)

ყველა შემთხვევაში უნდა მოეხდინა მობილიზება და აეღო მედალი,

23:35 | 02.09.2017
skorpiona (661)

გამოდიტ და ტქვიტ იქნებ ჰვენ არ გვესმის კარგად ეს სპორტი ხომ ხარტ ზიუდოს მამები ტუ დედები ტქვიტ ამოიგეტ ხმა ბექაზე დგევანდელ რინერტან დაპირისპირებაზე ოზელაჰვილის მოხსნაზე ტქვიტ ახსენიტ სცორედ იმსაჯეს ტუარა...გაგვარკვიეტ .....რას აპირებტ ეგრე ჰასვრილი როდემდე უნდა იჯდეტ

23:33 | 02.09.2017
skorpiona (661)

კველას დედები მინდა მოვიკიტხო ვისააც გკიდიატ ამ ბიჯების გარჯა პედერაცია კიარა ჯოგი ხარტ ტქვენი დდდდდდდ

21:14 | 02.09.2017
david meskhi (1089)

სამჯერ დავწერე არ გამოვიდა. მე თუ ამ უთავმოყვარეო ფედერაციებს ვუყუროართლა გამიმეოროს დღეს ინფარქტმა. მე 30 წელია ვგულშემატკივრობ და მეტი არ შემიძლია. გულშემატკივრწბი გულზე სკდებიან დანარჩენი ყველას (უფრო ფედერაციებს) კიდიათ. ბოდიში და მშვიდობით.

21:07 | 02.09.2017
david meskhi (1089)

არ გინდათ ხუდი კომენტარი ზო.

20:53 | 02.09.2017
lagashi (1644)

ფაქტიურად ძალით წააგო,

20:30 | 02.09.2017
Kala94 (6065)

ქართული ძიუდოს მომავალი ! თუშისთვის ბრინჯაო ძალიან დიდი სტიმული იქნებოდა ამიტომ სწრაფად უნდა დაივიწყოს !!!

20:32 | 02.09.2017
ფლიპი (2690)

ძალით წააგო,აღარ ჭიდაობდა პროტესტის ნიშნად ან ძაან დიდი დარტყმა მიიღო.

20:28 | 02.09.2017
abuka (861)

გურამა შემეცოდა ყველაზე მეტად რასაც ქვია სული და გული დადო,მაგრამ ტავს ვეღარ გადაახტა! ადამა უკვე კარგა ხანია საპენსიოა!

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.103726