ფეხბურთი

23:40 | 1.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კობახიძე უკრაინაში დაბრუნდა

სანდრო კობახიძე უკრაინის პრემიერლიგაში დაბრუნდა. როგორც პოლტავას “ვორსკლას” ვებგვერდი იტყობინება, ქართველ ფეხბურთელთან ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

კობახიძე უკრაინულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით მას შემდეგ შეუერთდა, რაც თურქული “გიოზთეფე” ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ცოტა ხნის წინ დატოვა.

“შეიძლება ითქვას სახლში დავბრუნდი. აქ ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს. ერთი სული მაქვს, რომ თანაგუნდელებს შევხდე და დავეხმარო “ვორსკლას” მიზნების მიღწევაში. სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს და იმედია, მოედანს მალე დავუბრუნდები”, - განაცხადა კობახიძემ.

სანდრო კობახიძე უკრიანის ჩემპიონატში 2008 წლიდან თამაშობს. სხვა და სხვა დროს “დნიპროს”, “კრივბასის”, “არსენალისა” და “ვოლინის” ღირსებას იცავდა. 2016-2017 წლების სეზონის პირველ ნახევარში კი სწორედ “ვორსკლას” რიგებში თამაშობდა (17 მატჩი, 1 გოლი).

0.115305