ფეხბურთი

16:04 | 1.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპე: “რეალი”? პსჟ ვარჩიე, რადგან აქ საკმარისი პრაქტიკა მექნება”

“პარი სენ ჟერმენის” ახალწვეულის, კილიან მბაპეს განცხადებით, მისთვის ახალი კლუბის არჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, სად მიეცემოდა მეტი სათამაშო დრო.

“მადრიდის რეალი? მე ავირჩიე პსჟ, რადგან აქ საკმარისი პრაქტიკა მექნება, ეს იყო განმსაზღვრელი ფაქტორი”, - განაცხადა მბაპემ.

აქვე გეტყვით, რომ მბაპემ ხუთშაბათს პირველი გოლი გაიტანა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მაისურით. 18 წლის ფორვარდი ჰოლანდიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში (4:0) მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და ეროვნულ გუნდში მისთვის მეხუთე შეხვედრაში სადებიუტო გოლიც მიითვალა.

ახალგაზრდა მოთამაშე სანაკრებო თამაშამდე 3 საათით ადრე გადავიდა პარიზულ კლუბში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112079