სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

15:52 | 31.08.2017 | ნანახია 4054 - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილი: “მინდა კახა კალაძის გზა გავიარო”

აწ უკვე თბილისის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი კიევის “დინამოში” რომ გააგრძელებს კარიერას, ამაზე გუშინ გიამბეთ. 19 წლის ქართველი მცველი უკვე კიევშია და ახალ კლუბთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.

ლოჩოშვილი თავდაპირველად “დინამოს” დუბლებში მოემზადება, მაგრამ თავს თუ გამოიჩენს, მთავარ გუნდში დაწინაურდება. ჩვენებურს უკრაინული გრანდის ვებგვერდმა პირველი ინტერვიუც ჩამოართვა – ლოჩოშვილს უნდა, რომ კახა კალაძის გზა გაიაროს!

აღნიშნულ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:

- დღეს ჩემთვის ბედნიერი დღეა, გავხდი დიდი კლუბის ფებხურთელი – კიევის “დინამოს”, აქ სრულიად განსხვავებული დონეა, დიდი და ნათელი ისტორიით. ვიყავი სტადიონზე, ბაზაზე, სადაც ყველანაირი პირობაა სამუშაოდ შექმნილი. “დინამოში” მოვედი, რომ გავიზარდო როგორც ფეხბურთელი და მოვიგო ტიტულები. რა თქმა უნდა, ეს რთული იქნება, რადგან აქ სხვა დონეა, მაგრამ მზად ვარ ყველაფერი გავიღო.

- ვინ იყო “დინამოში” თქვენი გადაყვანის ინიციატორი და რამდენ ხანს გრძელდებოდა დაკვირვება?

- თბილისის “დინამოს” უკრაინელი ვიაჩესლავ გროზნი წვრთნიდა და სწორედ მან გამიწია რეკომენდაცია კიევში. ვიცი, რომ მერე სელექციონერები მაკვირდებოდნენ საქართველოს ჩემპიონატის და ახალგაზრდული ნაკრების თამაშებზე. როდესაც, შემოთავაზება მივიღე, დიდ ხანს არ მიფიქრია. ასევე, მადლობელი ვარ ჩემი მშობლიური გუნდის, თბილისის “დინამოს” – ეს არის კლუბი, სადაც გავიზარდე, გავხდი პროფესიონალი ფეხბურთელი და დიდ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები გადავდგი.

- უკვე ესაუბრეთ კიევის “დინამოს” ხელმძღვანელობას და რომელ გუნდთან ერთად დაიწყებთ მზადებას?

- ვესაუბრე პრეზიდენტ იგორ სურკისს და მთავარ მწვრთნელ ალექსანდრ ხაცკევიჩს. მათ სჯერათ ჩემი, კონტრაქტი ხანგრძლივი ვადით გამიფორმეს და ყველანაირ პირობას მიქმნიან პროგრესისთვის. როგორც მითხრეს, თავიდან ვარჯიშს ახალგაზრდულ გუნდში დავიწყებ და ჩემი თამაშით უნდა დავამტკიცო, რომ პირველ გუნდში გადასვლას ვიმსახურებ.

- კიევში ტრავმირებული ჩამოხვედით. რა დროში შეძლებთ თამაშს?

- იმედია, საგანგაშო არაფერია. აგვისტოს დასაწყისში ბარძაყის ტრავმა მივიღე. ამჟამად რეაბილიტაციას გავდივარ, ხოლო ვარჯიში სამ კვირაში უნდა დავიწყო.

- აღდგენა კიევში მოხდება?

- ახლა თბილისში დავბრუნდები რამდენიმე დღით, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს დავემშვიდობები. 5 სექტემბრიდან კიევში დავბრუნდები.

- ცენტრალური მცველი – ეს თქვენი ძირითადი პოზიციაა მოედანზე?

- დიახ. ამ პოზიციაზე ვთამაშობდი, როგორ თბილისის “დინამოში”, ისე, საქართველის ასაკობრივ ნაკრებებში.

- თქვენ არ ხართ პირველი ქართველი, რომელიც კიევის “დინამოში” აღმოჩნდა. რა იცით, წინამორბედების შესახებ?

- პირველ ყოვლისა, მახსოვს კახა კალაძე. ჩვენი ქვეყნისთვის ის ნამდვილი ლეგენდაა და ვამაყობთ მისი წარმატებებით. რა თქმა უნდა, მსურს მისი გზა გავიარო – გავხდე საუკეთესო “დინამოში” და გავაგრძელო პროგრესი. კახამ აჩვენა, რომ შეუძლებელი არაფერია. უბრალოდ, უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის და ძალიან, ძალინ ბევრი უნდა იშრომო.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (21)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:26 | 02.09.2017
LApaata (161)

მიკვირს ნუთუ არავინ ყავთ ჭკუაძE დაარიგობ ეს ბავშVები, რამდენმა დაიღუპა თავი ჭკუა ვერ ისწავლეს მაინც, ყველაზე მეთად ჩაკვეტაძE მენანება.....)))

13:11 | 02.09.2017
LApaata (161)

რით ვერ გაიგეთ და დაიმახსოვრეთ? ჯერ სადაც თAმაშOბთ იქ უნდა იყი რამე და ცოტა მეტი ნათAმაშEბი უნდა გქონდეს. მიდიხარ დუბლებშI ძIრითAდიდან..... ალბათ თAრგამაძIს და ძMანი მისას ბედს გაიზიარებ კარპაში ან სხვაგან სადმე. მოაკლდი შენს გუნდს და შენც სათAმაშI პრაკტიკა მოგაკლდება...))). არ ხარ მზათ მანდ ძIრითAდისათVის...

15:21 | 01.09.2017
kila (416)

კალაძე რომ კიევის დინამოსი გადავიდა "დინამოს" და ეროვნული ნაკრების სტაჯიანი მოთამასე იყო და ეგრევე ძირითადში ითამასა,შენ კი ჯერ რძე არ შეგშრობია პირზე და სკამის სახეხად მიიდიხარ თანაც დუბლებში (ნეტა ვცდებოდე),კარგად მახსოვს როგორ გაგვიფუჭეს მაგ გუნდში პერსპექტიული მარცვალაძე.სად გეჩქარება შვილო ჯერ ამოგივიდეს კარგად დეზები და მერე წადი ასე ქართულ ფეხბურთსაც არგებ და შენს თავსაც. მენანები სკამის სახეხად და ამიტომ მტკივა გული

09:12 | 01.09.2017
tomasz (792)

კაი რა თქვენ არ წახვიდოთ ახლა კიევში? კაი გოგოების ხერხვაში ფულს რო გიხდიდნენ? :დ

09:10 | 01.09.2017
tomasz (792)

ენერგეტიკის მინისტრობა თუ გინდა ძმაო ადექი და ისწავლე :დდდდდდდ
ვერ ხედავ კახამ ისწავლა და დაჟე მერობაზე მიდის :დდდ

04:57 | 01.09.2017
ხარაკირი (7066)

მოუნდა ბიჭს თბილისის მერობა

01:01 | 01.09.2017
mushni (71558)

ფეხბურთში..დაემსგავსე...კაცობაში არა

00:21 | 01.09.2017
armenakich1 (60)

საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი გუნდიდან გადავიდა ისტორიით უკრაინულ გრანდში და დგევანდელობით გუნდში რომელიც ჩემპ ლიგაზე იანგბოიზმა გამოაგდო და იქაც თუ ზამენაზე დასვეს მაშინ ეს ყოფილა ფეხბურთელი ხოჭოლავა ამაზე მინიმუმ ორი თავით მაღლა დგას და შახტარში სკამს ახოხინებენ და ეს ალბათ კიევის დინამოში ბურთების მიმტანი იქნება
პ.ს წარმატებები იმედია ჩემი მოლოდინი არ გამართლდება და მართლა კალაძის ან უკეთეს გზას გაივლის კარგი ტალანტი ჩანს

01:01 | 01.09.2017
mushni (71558)

+111

23:52 | 31.08.2017
sabonis (6935)

არა ვხუმრობთ თორემ ნეტა ყველას ქონდეს კალაძისნარი კარიერა,

20:04 | 31.08.2017
M.U2016 (1925)

იმედია ნაკრებში 2 ბურთს არ გაიტანს გადამწყვეტ თამაში თორე ამოვწყდით

22:22 | 31.08.2017
Torres9 (12464)

იმედია კალაძის კარიერიდან მხოლოდ ეგ დაწყევლილი ავტოგოლები არ გახსოვს...

01:02 | 01.09.2017
mushni (71558)

არა კაცია კახა=]]

13:15 | 02.09.2017
LApaata (161)

კი მართAლს ამბობ...)) მართლა არა კაცია

18:24 | 31.08.2017
sabonis (6935)

მაგისთვის ჩემო ლუკა ჯერ ლობანოვსკი უნდა გააცოცხლო და კარიერის მერე ქე მოგხედავს ბიძინა.DDD

09:11 | 01.09.2017
tomasz (792)

დდდდდდდდდდდდ

17:41 | 31.08.2017
Dimitriusi GV@rdiol@ (774)

წარმატებები ლუკა!
კიევის ასნავოიზე ლაპარაკიც ზედმეტია)))
სამაგიეროდ ბარბებს გახეხავ ))) იგულავებ მეტი რა უნდა ქართველ ფეხბურთელს ? :

17:24 | 31.08.2017
dinamo222 (3594)

შე კაი კაცო კალაძის გზა თუ გინდა მოგეწერა მაქსიმუმ 2 წლიან კონტრაქტზე და იმ 2 წელშიც გამოაჩენდი შე შესაძლებლობებს და მერე რომელიმე გრანდი დაგადგასმდა თვალს და ეხლა 5 წლიანს რო მოაწერე თუ ივარგებ და მაგრა ათამაშდები როგორ ფიქრობ ადვილად გაგიშვებენ ეგ ფულის ღორი "ახალი უკრაინელები" ?

17:16 | 31.08.2017
kasho_82 (7242)

5 წლიანი კონტრაქტი რა ამბავია, თან დუბლებიო. 19 წლის არის 16 ის ხომ არა დუბლებში რომ მიდის. გამაგიჟეს რა.

17:19 | 31.08.2017
dinamo222 (3594)

ასე იციან მოაწერენ ხოლმე 4-5-6 წლიან კონტრაქტებს ხელს მერე იმ გუნდების მონები ხდებიან და ლპებიან დუბლებში @@

17:03 | 31.08.2017
სავაშა__ (6256)

დებილები რო არიან მაგაზე მეშლება ნერვები გვყავს უკრაინულ გრანდში მცველი, ხოჭოლავა, მერე? აი მაგის ნახევრის ნახევარიც არ არის ეს და მაინც მირბის კიევის დინამოში, თან ბევრი არ უფიქრია ბიჭს ხოჭოლავა განაცხადში ვერ ხვდება შახტარში და ამას კიევის დინამოს ძირითადში მოხვედრის სჯერა კარქით ბიჭო, კარქით. გაჩერდით 1-2 წელი აქ და მერე ნორმალურ გუნდში წადით.

17:47 | 31.08.2017
sabonis (6935)

რა გიკვირს ძმა ჩაკვეტაძე ამდენი ხანია ასეთი ტალანტი არ გამოჩენილა ქართულ ფეხბურთში და ეგრევე გენტში ამოაყოფინეს თავი და მერე რა გუნდები იჩენდნენ ინტერესს? ტფუ

17:15 | 31.08.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

ეხხ. როგორც ჩანს ეგ თემა მკვდარია საქართველოში ჯიგარო.

17:02 | 31.08.2017
dinamo222 (3594)

ძნელი იქნება ძალიან კალაძეს იმხელა განიოსი მწვრთნელი დახვდა კიევში რომ ნებისმიერისგან შექმნიდა უმაგრეს ფეხბურთელს ! ეს ერთი და მეორეც ეხლა უკრაინაში და იქაურ გუნდებშიც სტოსი მიყავთ ნაციონალისტ ბენდერელებს და უცხოლემა მთლად სასწაულები თუ არ მოახდინა ისე არ გააკარებენ ძირითად გუნდს @

16:26 | 31.08.2017
BEERTRANCE (94367)

წარმატებები

16:26 | 31.08.2017
valeri8848 (1634)

ამას კალაძის მეტი ფეხბურთელი არ უნახავს?????????ნატვრაში არ ვარგია ფეხბურთში მაინც ივარგოს

01:00 | 01.09.2017
mushni (71558)

საღოლ))

18:38 | 31.08.2017
dinamo222 (3594)

კალაძეზე უკეთესი გვყავდა ვინმე ბოლო წლებში ? თანაც კალაძე იმიტომ ახსენა რომ კიევიდან დაიწყო იმანაც ევროპისკენ გაზა !

16:17 | 31.08.2017
iveria1 (80)

წარმატებები.
მაგრამ ჯობდა ცოტა უფრო სუსტ გუნდში გადასულიყო და იქ დაემკვიდრებინა ადგილი და მერე ძლიერშიც გაუადვილდებოდა თამაში.

00:18 | 01.09.2017
armenakich1 (60)

საქართველოს ჩემპიონატის ლდერი გუნდიდან გადავიდა ისტორიით უკრაინულ გრანდში და დგევანდელობით გუნდში რომელიც ჩემპ ლიგაზე იანგბოიზმა გამოაგდო და იქაც თუ ზამენაზე დასვეს მაშინ ეს ყოფილა ფეხბურთელი

15:58 | 31.08.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

ვა, მერობა უნდა ?

16:25 | 31.08.2017
BEERTRANCE (94367)

ჯერ მინისტრობა DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

16:02 | 31.08.2017
iloreli (1688)

დამასწარი კორბენ...
მანამდე ენერგეტიკის მინისტრობა

16:07 | 31.08.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

უეჭველი ეგ ამოუჭრია გულში, თორე მილანები და ინტერები აღარაა მოდაში DDDDDDDD

17:04 | 31.08.2017
dinamo222 (3594)

კალაძის მინისტრობის გარდა სხვა არაფგერი გახსენდებათ ხოო მისი ბიოგრაფიიდან ? @@

17:14 | 31.08.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

ასეთი იუმორის გრძნობის პატრონს ჯემალა ბაღაშვილი რატომ არ გეპატიჟება "იუმორინაში" მიკვირს

17:27 | 31.08.2017
dinamo222 (3594)

შენ უკვე იყავი იმასთან ? რაღაცა ძალიან გეტყობა ისე ცდილობ წამდაუწუმ ვითომ გონებამახვილურ შუტკებს და შენ თვითონვე იცინი მაგ შენ უმაგრეს იუმორებზე

15:57 | 31.08.2017
lagashi (1644)

ჩვენც გვინდა შვილო და იმედია აცნობიერებ თუ რამხელა შრომა გმაეთებს...

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.141395