ფეხბურთი

19:05 | 30.08.2017 | ნანახია 3791 - ჯერ

ნეიმარის და კოუტინიოს ოცნება 9 წლის წინ: ესპანეთის ჩემპიონატი და “რეალი”

მიმდინარე ზაფხულის მთავარი თემა ნეიმარის “ბარსელონადან” “პარი სენ ჟერმენში” გადაბარგება იყო. მას შემდგომ, “ბლაუგრანამ” შემცვლელის ძიება დაიწყო და კატალონიურ კლუბს ლამის ყოველდღე უკავშირებენ ფელიპე კოუტინიოს.

ამასობაში კი, ესპანური გამოცემა Marca საინტერესო ინტერვიუს იხსენებს – ნეიმართან და კოუტინიოსთან, რომელიც 2008 წლით თარიღდება. მაშინ ჯერ კიდევ პატარა ბიჭები სწორედ ესპანეთის ჩემპიონატში თამაშზე ოცნებობდნენ.

განსაკუთრებით კი, არა “ბარსელონა”, არამედ მადრიდის “რეალი” გახლდათ ოცნების მთავარი ორიენტირი. აღნიშნულ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:

- რომელ გუნდში თამაშზე ოცნებობთ?

- კოუტინიო: “რეალი” – მსოფლიოში საუკეთესო გუნდია.

- ნეიმარი: “რეალი”.

- ბაძავთ რობინიოს?

- კოუტინიო: რობინიოს ტელევიზორში ვუყურებ და ვსწავლობ მისგან. მე ნამდვილად მომწონს “რეალი” და “ბარსელონა”. ლა ლიგაში ჩემი ფავორიტი გუნდები არიან.

- ნეიმარი: “სანტოსში” მივედი 7 წლის ასაკში, როგორც ის. შემდეგ წავედი “პორტუგუეზაში”, სანამ ისევ უკან დავბრუნდებოდი. რობინიოს ტელევიზორში ძალიან ხშირად ვუყურებ და ვცდილობ მივბაძო – განსაკუთრებით დრიბლინგებში. ესპანური ფეხბურთი ძალიან მომწონს. ლამაზი, სწრაფი და ხარისხიანი თამაშებია.

- მიზანი ლა ლიგაში თამაშია?

- კოუტინიო: დიახ. ესპანეთის ჩემპიონატში საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. მაგალითად რონალდინიო და რობინიო.

- ნეიმარი: ესპანეთის ლა ლიგა ყველაზე ძლიერი და ლამაზი ჩემპიონატია, სადაც საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ.

ნეიმარმა ოცნება ნაწილობრივ უკვე აიხდინა: ესპანეთის ჩემპიონატში თამაში მოასწრო, მაგრამ არა “რეალში”, არამედ – “ბარსელონაში”. თუმცა, ვინ იცის, ბრაზილიელი ჯერ 25 წლისაა და იქნებ “სამეფო კლუბში” მაინც მოხვდეს. რაც შეეხება კოუტინიოს, იგი “ბარსელონაში” გადასვლასთანაა ახლოს. ყველაფერი ორ დღეში დაზუსტებით გვეცოდინება – სატრანსფერო ფანჯარა იხურება.

ატლეტიკო   2 - 0    სევილია

შემადგენლობა

მოვლენები

ალავესი   1 - 2    რეალი

შემადგენლობა

მოვლენები

მალაგა   3 - 3    ბილბაო

შემადგენლობა

მოვლენები

ხირონა   0 - 3    ბარსელონა

შემადგენლობა

მოვლენები

ესპანიოლი   4 - 1    დეპორტივო

შემადგენლობა

მოვლენები

ხეტაფე   4 - 0    ვილიარეალი

შემადგენლობა

მოვლენები

ეიბარი   0 - 3    სელტა

შემადგენლობა

მოვლენები

ლას პალმასი   0 - 1    ლეგანესი

შემადგენლობა

მოვლენები

სოსიედადი   0 - 0    ვალენსია

შემადგენლობა

მოვლენები

ბეტისი   0 - 0    ლევანტე

შემადგენლობა

მოვლენები

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:55 | 30.08.2017
M.U2016 (1925)

რამდენი პლასტიკური ოპერაცია დასჭირვებია ნეიმარს რო ადამიანს დამსგავსებოდა.

21:41 | 30.08.2017
RMA...RMA (37)

ნეიმარს რეალში სულმალე ვიხილავთ ...

20:35 | 30.08.2017
FC.BAYERN+GERMANY (9328)

მძრეველა ბაVები როცა იყვნენ ?

20:22 | 30.08.2017
bavaria-munchen5 (1074)

ეს სურათი კომიქსიდანაა რა არი? რა საყვარლები არიან

სტატისტიკა
ლა ლიგა - ტური 6
  • 23 სექტემბერი, 2017
  • ატლეტიკო 2 - 0 სევილია
  • ალავესი 1 - 2 რეალი
  • მალაგა 3 - 3 ბილბაო
  • ხირონა 0 - 3 ბარსელონა
  • 24 სექტემბერი, 2017
  • ესპანიოლი 4 - 1 დეპორტივო
  • ხეტაფე 4 - 0 ვილიარეალი
  • ეიბარი 0 - 3 სელტა
  • ლას პალმასი 0 - 0 ლეგანესი
  • სოსიედადი - ვალენსია
  • 25 სექტემბერი, 2017
  • ბეტისი - ლევანტე
  •  
  • ბარსელონა6 6 0 0 20-2 18
  • ატლეტიკო6 4 2 0 12-4 14
  • სევილია6 4 1 1 7-3 13
  • რეალი6 3 2 1 11-6 11
  • ვალენსია5 2 3 0 9-3 9
  • ლევანტე5 2 3 0 8-4 9
  • სოსიედადი5 3 0 2 11-10 9
  • ბეტისი5 3 0 2 6-7 9
  • ხეტაფე6 2 2 2 8-5 8
  • ბილბაო6 2 2 2 7-6 8
  • ესპანიოლი6 2 2 2 7-9 8
  • ლეგანესი5 2 1 2 3-3 7
  • ვილიარეალი6 2 1 3 6-9 7
  • ლას პალმასი5 2 0 3 5-8 6
  • ეიბარი5 2 0 3 3-10 6
  • ხირონა6 1 2 3 3-8 5
  • სელტა5 1 1 3 6-8 4
  • დეპორტივო6 1 1 4 7-15 4
  • მალაგა6 0 1 5 4-14 1
  • ალავესი6 0 0 6 1-10 0
ლა ლიგა - ტური 7
  • 29 სექტემბერი, 2017
  • სელტა - ხირონა
  • 30 სექტემბერი, 2017
  • დეპორტივო - ხეტაფე
  • სევილია - მალაგა
  • ლევანტე - ალავესი
  • ლეგანესი - ატლეტიკო
  • 1 ოქტომბერი, 2017
  • სოსიედადი - ბეტისი
  • ბარსელონა - ლას პალმასი
  • ვილიარეალი - ეიბარი
  • ვალენსია - ბილბაო
  • რეალი - ესპანიოლი
  • 9 გოლი
  • ლიონელ მესი (ბარსელონა)
  • 4 გოლი
  • სიმონე ძაძა (ვალენსია)
  • 3 გოლი
  • არიც ადურიზი (ბილბაო)
  • დიას ანხელი (ხეტაფე)
0.269875