სარეკლამო ადგილი - 2
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ბლოგი

11:30 | 27.08.2017 | ნანახია 2288 - ჯერ

აზერბაიჯანამდე შორია

ბევრი არაფერი იცვლება იმით, რომ აქვე, ქვემო ქართლის ბოლოში უკვე აზერბაიჯანია. აზერბაიჯანამდე ჩვენთვის მაინც ძალიან შორია და ეს სიშორე არც ტერიტორულია და არც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი ნავთობით მდიდარი ქვეყანაა, ჩვენ კი ყოველ ზამთარს გაყნული გვერდების გასათბობად მეზობლებისათვის ფულის სესხება გვიწევს...

აზერბაიჯანამდე შორია და თან ძალიან შორი. თუ არ გჯერათ, იმ გულშემატკივრებს კითხეთ, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფებში “ყარაბახისა“ და “კოპენჰაგენის“ ორრაუნდიან პაექრობას უყურეს და საკუთარი თვალით დარწმუნდნენ, რომ უსახელო აზერბაიჯანული გუნდი ესოდენ სანუკვარ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჭეშმარიტად დამსახურებულად გავიდა და განსაკუთრებით აზერბაიჯანში გამართულ პირველ მატჩში ყარაბახელებს მინიმუმ 2-3 გოლის გატანა კიდევ შეეძლოთ.

სხვის გულში რა დარდი, ბოღმა და ბალღამი ტრიალებს არ ვიცი, მაგრამ პირადად მე აზერბაიჯანულ კლუბს უკვე ჯგუფურ ეტაპზე მთელი გულით ვუქომაგებ და თუ მოავახერხე, ვეცდები ჩვენს მეზობელ ქვეყანაში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩს მაინც დავესწრო. ვიცი ეს ბევრს არ მოეწონება და გაიხსენებენ სულ რამდენიმე კვირის წინ “ყარაბახის“ მიერ ჩვენი “სამტრედიის“ განადგურებას, მაგრამ სწორედ ამაშია საქმე, რომ აზერბაიჯანულმა გუნდმა კიდევ ერთხელ ჩაგვახედა სარკეში და დაგვანახა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას ვინ ჩივის, აზერბაიჯანის ჩემპიონთან ტოლ-სწორად გაჯიბრებაც კი აღარ შეგვიძლია და ჩვენი საქმე მხოლოდ გულზე მჯიღის ცემა და სტადიონზე ბოთლების სროლაა.

ვიცი იმასაც იტყვიან, რომ აზერბაიჯანს რბილად რომ ვთქვათ არცთუ დემოკრატი ილჰამ ალიევი მართავს, რომელსაც ენერგორესურსებით მიღებულმა დიდმა შემოსავლებმა მისცა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში თუნდაც ერთ ევროპული დონის კლუბი შეექმნათ და ჩვენთვის ამდენი ფინანსური სახსარი მიუწვდომელი ფუფუნებაა. მათაც შევეკამათები და ვეტყვი, რომ ჩვენ ქვეყანაშიც ბლომად “ფულიანი ბიძაა“, რომლებსაც “ერზე მოამაგის“ მანტიები აქვთ მოსხმული, მაგრამ ფეხბურთის საკეთილდღეოდ კაპიკს ვერ გააგდებინებ. თუკი აზერბაიჯანი ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდა ჩემპიონთა ლიგამდე, საქართველოში პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა საამისოდ გარდა სადღეგრეძელოებისა და დაპირებებისა.

ალიევის მმართველობის ნაკლებად დემოკრატიულობა რომ არა, შეიძლება აზერბაიჯანული ფეხბურთი კიდევ უფრო წინ წასულიყო. დამოუკიდებელ საქართველოში კი როგორი წყობაცა და ხელისუფლებაც არ უნდა იყოს სათავეში, ფეხbურთი სადღეგრძელოებზე წინ არავინ მიდის და ორიოდე ნორმალური სტადიონის გარემონტებაც კი ლამის დიდ ეროვნულ საქმედაა გამოცხადებული. ამ სიტუაციაში სასაცილოც კია ჩემპიონთა ლიგაზე საუბარი კი არა, - ოცნებაც კი...

როგორც დასაწყისში ვთქვით, აზერბაიჯანამდე მართლაც ძალიან შორია, თორემ ასე რომ არ იყოს, ქართული ფეხბურთის მესვეურები იმას მაინც იტყოდნენ - აგერ “ყარაბახმა“ კარგი მაგალითი მოგვცა და და დავინახეთ, რომ თურმე ჩემპიონთა ლიგის რუკაზე კავკასიაც შეიძლება გამოჩნდესო. იმასაც იტყოდნენ, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები სწორად რომ დახარჯულიყო, შეიძლება მთლად საჩემპიონთალიგო კლუბი ვერა, მაგრამ ისეთი კლუბი მაინც გვყოლოდა ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთ წრეს მაინც რო გაივლიდაო. ვიცით, რომ საქართველოში ამას არავინ აღიარებს და სწორედ ამიტომაც, აზერბაიჯანამდე ჩვენთვის ძალიან შორია. ევროპაზე აღარაფერს ვამბობ. სადღაა ევროპაზე ოცნება...

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
08:16 | 01.09.2017
johnsilver (250)

აზერბაიჯანი და ყაზახეთი გასაგებია, მაგრამ მოლდოვას ჩვენზე მეტი ფული ნამდვილად არ აქვს - ლამის 2-ჯერ ღარიბები არიან დაახლოებით ერთ კაცზე გადაანგარიშებით.
მაგრამ მათი კლუბები გაცილებით უფრო მაღალი დონის იყვნენ ყოველთვის ბოლო 20 წელი - შერიფი, დაჩია და ა.შ. ნორმალურ ფეხბურთს თამაშობდნენ ყოველთვის და წელსაც შერიფმა 0:0 1:2 ითამაშა ყარაბახთან. სამარცხვინოდ 6:0 კი არ წააგო.
ამიტომ არსებული რესურსებითაც ასეთ სამარცხვინო შედეგების მიღება დაუშვებელია. საქმე იმაშია უბრალოდ, რომ არავის უნდა პასუხისმგებლობის აღება და რადიკალური რეფორმების გატარება. მიედინება ყველაფერი თავისით და ასეთ შემთხვევაში სად აღმოჩნდება (ტ..ში), კი ვიცით.

23:53 | 29.08.2017
O. Mertskhali (904)

+

21:07 | 27.08.2017
BEERTRANCE (94367)

ქარავანი ქართული მთხლებურთის მაინც თავის გზაზე წავა

14:54 | 27.08.2017
კორბენიკ დალასიანი (8177)

ფეხბურთი რა დღეშიც გვაქვს, ვხედავთ. თუმცა საკლუბო დონეზე არც ერთ სახეობაში არ გვაქვს პროგრესი. ყველა გუნდური სპორტი ქაქშია საქართველოში - საკალათბურთოც, სარაგბოც, სახელბურთოც... ფრენბურთს თუ ვთამაშობთ ეგეც არ ვიცი, არადა აზერთა ფრენბურთის გუნდები და ნაკრებები მაღალ დონეზე ასპარეზობენ.
უბრალოდ რაგბს და კალათბურთს ის შველის, რომ ნაკრებები გვყავს მაღალი დონის. კარგ მოთამაშეთა დიდმა მასამ დროზე გააღწია აქედან და დონე აიმაღლა, რითაც ნაკრებებსაც შეეწია.
აი ფეხბურთში კი ლეგიონერებიც უვარგისები გვყავს და შესაბამისად ეგ სპორტი სრულ უკუნშია.
არც ერთ ფულიანს, არც ერთ სპორტში არ უნდა ფულის ჩადება, იმიტომ რომ უკუმოგების პერსპექტივას ვერ ხედავს. ნუ, ხანდახან შეიძლება ერთი-ორი გადარეული ბიზნესმენი გამოჩნდეს, რომლებიც ამა თუ იმ სპორტის სიყვარულის გამო მოგებაზე უარს იტყვიან, მაგრამ ერთ მერცხალს გაზაფხული როდის მოუყვანია ?

12:47 | 27.08.2017
vasi74 (58)

ფული და ნორმალური ლეგიონერები.

12:34 | 27.08.2017
helguera (205)

ჯერ მიშას დედას შ....ცი და მერე ბიძინასი მაგ ნახმარი განდ...ბის გამო ვართ ამ დღეში

12:01 | 27.08.2017
dinamo tbilisi (460)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

12:00 | 27.08.2017
dinamo tbilisi (460)

სამარცხვინო და უთავმოყვარეო ქვეყანა ვართ,ასევე ხალხიც მაგარი გაფუჭდა ჩვენთან და შედეგიც სახეზეაააა

11:33 | 27.08.2017
FC.BAYERN+GERMANY (9328)

შეგ...თ ხახაში ამ დონის გამო

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.105811