ფეხბურთი

0:44 | 27.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფავორიტები სრული სვლით

ფავორიტები სრული სვლით – გერმანიის ბუნდელისგის ორი ტურის თავზე მიუნხენის “ბაიერნი” და დორტმუნდის “ბორუსია” უდანაკარგოდ და დამაჯერებლად ასპარეზობენ.

“ბაიერნს” ბრემენში, “ვერდერის” ძლევა გაუჭირდა, მაგრამ ბოლოსკენ საწადელს მაინც მიაღწია. შეხვედრის გმირი რობერტ ლევანდოვსკი გამოდგა – პოლონელმა მატჩის ბოლო 20 წუთში დუბლი გაიფორმა. ისე კი, მანამდე “ბრემენელი მუსიკოსები” მეტად მედგრად უდგნენ მრისხანე მეტოქეს, თუმცა ბოლოში კლასმა თავისი გაიტანა. პრინციპში, “რეკორდმაისტერი” ისედაც დიდ უპირატესობას ფლობდა და წესით მანამდეც უნდა გაეტანა. “ბაიერნს” 6 ქულით ლიდერის პოზიცია უკავია.

მიუნხენელთა დამაჯერებელ გამარჯვებას, ასევე უპასუხა “დორტმუნდმა” – “ყვითლებმა” ბერლინის “ჰერტას” ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აჯობეს. პეტერ ბოშის გუნდმა დედაქალაქელებს თითო ტაიმში თითოჯერ გაუტანა და მიმდინარე სეზონში შინაურ კედლებში წარმატებული სტარტი აიღო.

სხვა შეხვედრებიდან გამოსარჩევია “ვოლფსბურგის” საგარეო გამარჯვება ფრანკფურტში – “აინტრახტი” სეზონის წინ საკმაოდ გაძლიერდა, მაშინ, როცა “მგლები” არცთუ კარგად გამოიყურებიან, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ “ვოლფსბურგს” 3 ქულა შინ წაეღო.

“მერსედეს-ბენც არენაზე” გულშემატკივრებს მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა “შტუტგარტმა” – “შვაბებმა” ბუნდესლიგაში დაბრუნების შემდეგ პირველივე საშინაო შეხვედრაში მაქსიმუმი გამოადნეს – “მაინცთან” გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში ჰოლგერ ბადშტუბერმა შეაგდო.

ტურის კიდევ ორი მატჩში შედეგიანი ფრეები დაფიქსირდა: “აუგსბურგმა” და “გლადბახმა” ერთმანეთს ორ-ორი გოლი გაუტანეს. ისევე, როგორც “ლევერკუზენმა” და “ჰოფენჰაიმმა” – “სოფლელები” “ბაი არენაზე” ორჯერ აგებდნენ, მაგრამ ორჯერვე ანდრეი კრამარიჩისა და მარკ უტის გოლებით გაათანაბრეს და სახლში ქულით დაბრუნდნენ.

“აუგსბურგი” – “გლადბახი” 2:2 (1:2)

აუგსბურგი, “ჭჭK არენა”

მაყურებელი: 29 243

“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ფრამბერგერი; გუველუევი, ჰინტერეგერი, მაქსი; კოო (ხედირა 76), ბაიერი; შმიდი (ჰელერი 76), გრეგორიტში (კორდოვა 76), საიუბი; ფინბოგასონი

მწვრთნელი: მანუელ ბაუმი

“გლადბახი” (4-4-2): სომერი; ელვედი, გინტერი, ვესტერგაარდი, ვენდტი; ჰერმანი (ჰოფმანი 65), კრამერი, ზაქარია (ბენეში 63), აზარი; შტინდლი, რაფაელი (ჯონსონი 80)

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლები: 1:0 ფინბოგასონი (1), 1:1 ზაქარია (7), 1:2 ვენდტი (30), 2:2 კორდოვა (89)

გაფრთხილება: ბაიერი (18), გუველუევი (45) – ზაქარია (37), ვესტერგაარდი (42)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 24 (9) – 15 (3) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 10:0 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: საშა შტეგერმანი

“ლევერკუზენი” – “ჰოფენჰაიმი” 2:2 (1:0)

ლევერკუზენი, “ბაი არენა”

მაყურებელი: 27 106

“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; მეჰმედი (რამალიო სილვა 77), ტაჰი, ბენდერი, ჰენრიხსი; კორი, არანგიზი; ბელარაბი, ბრანდტი (ბაილი 71), ვენდელი; ვოლანდი (კისლინგი 77)

მწვრთნელი: ჰეიკო ჰერლიხი

“ჰოფენჰაიმი” (3-4-2-1): ბაუმანი; ბოჩაკჩიჩი, ვოგტი, ჰუბნერი; ტოლიანი, რუპი (დემირბაი 46), ამირი (გრილიტში 71), ზუბერი (კადერაბეკი 57); უტი, კრამარიჩი; ვაგნერი

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

გოლები: 1:0 ვენდელი (31, პენ), 1:1 კრამარიჩი (47), 2:1 ბელარაბი (49), 2:2 უტი (70)

გაფრთხილება: ბელარაბი (28), ვენდელი (89) – ვოგტი (18), ბიჩაკჩიჩი (31)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (3) – 6 (4) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 6:1 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ჰარმ ოსმერსი

“აინტრახტი” – “ვოლფსბურგი” 0:1 (0:1)

ფრანკფურტი, “კომერცბანკ არენა”

მაყურებელი: 46 000

“აინტრახტი” (3-5-2): ჰრადეცკი; აბრაჰამი, ჰასებე, ფალეტე; ჩანდლერი, დე გუზმანი (და კოსტა 72), ფერნანდეში (ჰრგოტა 65), გაჩინოვიჩი, ვილემსი (ტავატა 78); ბოატენგი, ჰალერი

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): კასტეელსი; ვერჰაეგი, კნოხე (უდოხაი 78), ტისერანდი, გერჰარდტი; გილავოჯი, კამაჩო; დიმატა (ბაზური 52), დიდავი (მალი 72), არნოლდი; გომესი

მწვრთნელი: ანდრიეს იონკერი

გოლი: 0:1 დიდავი (22)

გაფრთხილება: ჩანდლერი (36), ფერნანდეში (43), ჰრგოტა (67) – ბაზური (67)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 7 (3) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 5:2

მსაჯი: ბენჟამინ კორტუსი

“შტუტგარტი” – “მაინცი” 1:0 (0:0)

შტუტგარტი, “მერსედეს-ბენც არენა”

მაყურებელი: 53 100

“შტუტგარტი” (3-4-2-1): ცილერი; ბაუმგარტლი, ბადშტუბერი, კამინსკი; პავარდი, მანგალა, გენტნერი, აოგო (ზიმერმანი 84); აკოლო (ოზჩანი 72), ბრეკალო (ასანო 63); ტეროდე

მწვრთნელი: ჰანეს ვოლფი

“მაინცი” (4-2-3-1): ადლერი; დონატი, ბელი, დიალო, ბროსინსკი; ფრეი (დე ბლასისი 81), ლატცა; ოზტუნალი (ფიშერი 66), მაქსიმი (კოდრო 71), ქუაისონი; მუტო

მწვრთნელი: სანდრო შვარცი

გოლი: 1:0 ბადშტუბერი (53)

გაფრთხილება: გენტნერი (13), მანგალა (39) – ქუაისონი (43)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (4) – 13 (6) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ბენჟამინ ბრანდი

“ვერდერი” – “ბაიერნი” 0:2 (0:0)

ბრემენი, “ვეზერშტადიონი”

მაყურებელი: 42 100

“ვერდერი” (3-5-2): პავლენკა; ბაუერი, სანე, ველიკოვიჩი; გებრე სელასიე, გონდორფი (კაინცი 76), მ. ეგეშტეინი (ბარგფრედე 76), დელანი, ოგუსტინი; კრუსე, ბარტლესი (ჯ. ეგეშტეინი 84)

მწვრთნელი: ალექსანდრ ნური

“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; კიმიხი, სულე, ჰუმელსი, ალაბა; ტოლისო, ვიდალი (რუდი 85); რობენი (კომანი 64), ტიაგო ალკანტარა, რიბერი (მიულერი 73); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (72), 0:2 ლევანდოვსკი (75)

გაფრთხილება: მ. ეგეშტეინი (32) – ვიდალი (60)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 4 (1) – 19 (8) ბურთის ფლობა: 32%-68% კუთხურები: 2:8 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ბასტიან დანკერტი

“დორტმუნდი” – “ჰერტა” 2:0 (1:0)

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

მაყურებელი: 80 860

“დორტმუნდი” (4-1-2-3): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი (ტოპრაკი 46), ბარტრა, ზაგადუ; შაჰინი; კასტრო, გიოტცე (კაგავა 63); პულიშიჩი, ობამეიანგი, ფილიპი (დაუდი 79)

მწვრთნელი: პეტერ ბოში

“ჰერტა” (4-2-3-1): იარშტეინი; ვეიზერი, ლანგკამპი, რეკიკი, პლატენჰარდტი; შტარკი, სკიელბერგი; ლეჩკიე, დარიდა, კალუ (ჰარაგუჩი 58); იბიშევიჩი (ეშვეინი 58)

მწვრთნელი: პალ დარდაი

გოლები: 1:0 ობამეიანგი (15), 2:0 შაჰინი (57)

გაფრთხილება: სოკრატისი (30) – პლატენჰარდტი (66)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (8) – 7 (4) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 4:5

მსაჯი: მარკო ფრიტცი

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111423