ფეხბურთი

20:41 | 25.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დემბელე “ბარსელონას” ფეხბურთელია

დორტმუნდის “ბორუსიას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი უსმან დემბელე კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს. კატალონური გრანდის ვებგვერდი აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს.

20 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი “ბარსას” 105 მილიონი ევრო დაუჯდა, რასაც სამომავლოდ ბონუს თანხაც დაემატება. ეს ყველაფერი კი, ფრანგი შემტევის ხარისხიან თამაშზე იქნება დამოკიდებული.

დემბელე ბარსელონაში 27 აგვისტოს ჩავა და ახალ კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. აღსანიშნავია, რომ “ბარსელონადან” დემბელეს გამოსყიდვა 400 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

უსმან დემბელე “დორტმუნდმა” ერთი წლის წინ “რენიდან” 15 მილიონად შეიძინა. გერმანული გუნდის ღირსება ახალგაზრდა შემტევმა 50 შეხვედრაში დაიცვა და 10 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113382