ფეხბურთი

19:06 | 24.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს “ნაპოლისთან” მეკარის გაცვლა უნდა

“პარი სენ ჟერმენი” დიდი ხანია ცდილობს “ნაპოლის” ესპანელი მეკარის, პეპე რეინას დამატებას. ფრანგულმა კლუბმა იტალიელებს 7 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზა 34 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ.

Sport Italia-ს ცნობით, პარიზელები ასევე განიხილავენ მეკარეების გაცვლის ვარიანტს. პსჟ მზადაა პეპეს სანაცვლოდ ნეაპოლელებს ალფონს არეოლა შესთავაზოს.

მიმდინარე სეზონში 24 წლის არეოლამ 3 თამაში ჩაატარა და ორ მატჩში კარი მშრალად შეინახა.

0.113041