ფეხბურთი

11:56 | 24.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდი” დემბელეს 140 მილიონად ყიდის

“დორტმუნდი” 20 წლის შემტევს უსმან დემბელეს გაყიდის. Marca-ს ინფორმაციით, გერმანული კლუბი მზადაა, ფრანგი ფეხბურთელი “ბარსელონას” 140 მილიონ ევროდ დაუთმოს.

წყაროს ცნობით, გერმანულ და ესპანურ კლუბს შორის რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი დასკვნით ფაზაშია.

განვლილ სეზონში დემბელემ “დორტმუნდის” მაისურით 49 შეხვედრა ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

0.118746