ფეხბურთი

13:57 | 23.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” დი მარიაზე გადაერთო

კატალონიის “ბარსელონა” “პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველის, ანხელ დი მარიას გადაბირებას ცდილობს.

“ლივერპულთან” კოუტინიოსთვის ბრძოლაში დამარცხებულმა “ბარსამ” გადაწყვიტა ნაკლებ ფასში არგენტინელი დაიმატოს, რომელიც 4 სეზონის განმავლობაში თამაშობდა მადრიდის “რეალში”.

Marca-ს ინფორმაციით, დი მარიას ღირებულება 55 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ორჯერ ნაკლებია იმ თანხასთან შედარებით, რამდენადაც “წითლები” აფასებდნენ კოუტინიოს.

თავად მოთამაშეც ფიქრობს პსჟ-ს დატოვებას, რადგან ნეიმარის შეძენა და პოტენციური გარიგებები კილიან მბაპესა და ფაბინიოს ტრანსფერებზე მას ძირითად შემადგენლობაში თამაშის შანსს უმცირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098392