ფეხბურთი

0:23 | 22.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლუდოვიკ ჟიული "მონაკოში" დაბრუნდა

ახლო წარსულში ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი ლუდოვიკ ჟიული “მონაკოში” დაბრუნდ. როგორც მონეგასკური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 41 წლის ექსფეხბურთელი ამიერიდან “მონაკოს” ოფიციალური ელჩი იქნება მსოფლიოს მასშტაბით.

ჟიულისთვის “მონაკო” მშობლიური გუნდია, სწორედ აქ თამაშით გაითქვა სახელი. “ლუი მეორეზე” იგი შვიდი სეზონის განმავლობაში თამაშობდა და გუნდის მაისური 268 მატჩში მოირგო (66 გოლი). გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და მოიპოვა საფრანგეთის თასი. ასევე, ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა 2004 წელს. “თავადების” ღირსებას ჟიული 1998-2004 და 2011-2012 წლებში იცავდა.

გარდა “მონაკოსა”, ლუდოვიკი სხვა და სხვა პერიოდში “ლიონში”, “ბარსელონაში”, “რომას”, პსჟ-სა და “ლორიენის” რიგებში თამაშობდა. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში კი 2000-2005 წლებში 17 შეხვედრაში 3 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117067