ფეხბურთი

21:00 | 20.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსმა ავანსების გამართლება დაიწყო (+ვიდეო)

17 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა ვინისიუს ჟუნიორმა პირველი გოლები გაიტანა ბრაზილიურ სერია ა-ში, კერძოდ, "ფლამენგოს" მაისურით. აქამდე მას მხოლოდ საგოლე პასი ჰქონდა აქტივში.

ვინისიუსი მადრიდის "რეალის" საკუთრებაა. "სამეფო კლუბმა" რამდენიმე თვის წინ 45 მილიონი ევროდ შეიძინა ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავი.

გოლებს რაც შეეხება, "ფლამენგომ" 2:0 სძლია "ატლეტიკო გოიანიენსეს" და ვინისიუსმა დუბლი შეასრულა.

https://www.youtube.com/watch?v=Y7rVdzsv1HU

https://www.youtube.com/watch?v=J7GCuilCHN0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13132