29 წლის ფრანგი ფეხბურთელი ქარიმ ბენზემა მადრიდის "რეალთან" კონტრაქტს ორი წლით გაახანგრძლივებს და "სანტიაგო ბერნაბეუზე" 2021 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია Journal Du Dimanche-მ გაავრცელა.
თავდამსხმელი "სამეფო კლუბში" მეცხრე სეზონს ატარებს. ესპანური გრანდის მაისურით ფეხბურთელმა 368 შეხვედრა ჩაატარა და 181 გოლი გაიტანა. ბენზემას სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა.