ფეხბურთი

16:00 | 20.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" კოუტინიოს დათმობაზე თანახმააა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" შემტევმა ფილიპე კოუტინიომ შესაძლოა უახლოეს დღეებში "ბარსელონასთან" გააფორმოს ხელშეკრულება. როგორც Daily Express-ი იუწყება, თუ "მერსისაიდელები" სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ 155 მილიონ ევროს მიიღებენ, მაშინ ტრანსფერზე თანახმა იქნებიან.

ასევე ცნობილია, რომ "ბლაუგრანასთვის" ლიმიტი 145 ევროა, თუმცა კლუბს დრო აქვს და შესაძლოა ბრაზილიელის შესაძენად დამატებით თანხა გამოიყოს.

კოუტინიოს სატრანსფერო ღირებულება "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ ნელ-ნელა იზრდება და ამჟამად 45 მილიონ ევროს შეადგენს. გასულ სეზონში ფილიპემ 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.112922